2 დღე-ღამე საჭესთან, ანუ რა გზა ელოდება ტაბიძეს უფამდე

AutoSharing Option
რუსულმა საფეხბურთო კლუბებმა ვარჯიშების განახლება დაიწყეს და საკუთარ გუნდში საქართველოს ნაკრებისა და რუსული "უფას" მცველი ჯიმი ტაბიძეც უნდა გამოცხადდეს, რომელსაც რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებიდან ყველაზე გრძელი გზის გავლა უწევს.

მოგეხსენებათ, უფა ბაშკირეთის დედაქალაქია და თბილისიდან 2300 კილომეტრით არის მოშორებული. ამ გზის მანქანით შეუსვენებლივ გავლას 30 საათი სჭირდება, მაგრამ, ბუნებრივია, ადამიანი მსგავს დატვირთვას ვერ გაუძლებს. ამიტომ, თუ რეალობას გავუსწორებთ თვალს, ქართველ მცველს გზაში, საჭესთან 2 დღე-ღამის გატარება მოუწევს.

როგორც "უფას" პრეზიდენტმა განაცხადა, ჯიმის კლუბი 22 მაისისთვის ელოდება და მას 14-დღიანი კარანტინის გავლაც
მოუწევს.

რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე სხვა ფეხბურთელები ყაზანსა და მოსკოვში თამაშობენ. შესაბამისად, მათ 300-400 კილომეტრით ნაკლების გავლა უწევთ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყაზანში კი არ თამაშობენ ალბათ ცხოვრობენ დაწერა გინდიდა ავტორ
სილვა
14:36 21-05-2020
0
მანქანას გააჩნია
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული