რუსული პრემიერლიგის კლუბი "უფას" მთავარ მწვრთნელმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გუნდის ქართველ ლეგიონერი ჯიმი ტაბიძის შესახებ დაწერა.
"აქამდე უკვე მოგიყევით ჩვენი ფეხბურთელების შესახებ. ახლა კი იმათ აღნიშვნა მინდა, რომელთა პროგრესიც ბოლო დროს განსაკუთრებულად შესამჩნევი იყო. საქმე არ ეხება მხოლოდ ოსტატობას, არამედ თამაშის გაგებას, ჩემი მოთხოვნების და დასახული ამოცანების შესრულებას.
დაცვაში ასეთი ტაბიძეა. ჯიმის ადრე შეცდომები ჰქონდა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ უმართლებდა. ის ცდილობდა, თუმცა მისი სხეულიდან ასხლეტილ ბურთები ჩვენ კარში ხვდებო
და. ეს ყოველთვის გულდასაწყვეტია.
ტაბიძე მუშაობდა, ცდილობდა და სოლიდური თამაშისთვის საჭირო ღირსებები შეიძინა. ის უფრო სტაბილური გახდა და მის შესახებ არსებული უიღბლო ფეხბურთელის სტერეოტიპი დაანგრია,"- დაწერა ევსეევმა.
2 დღე-ღამე საჭესთან, ანუ რა გზა ელოდება ტაბიძეს უფამდე
არ იყიდება, ის ხომ მთელ გუნდს მუხტავს - ჯიმი ტაბიძე ლეგიონერებში გამოარჩიეს
"უფას" მწვრთნელი: სსრკ-ში ბევრი კარგი და ცუდი იყო, ბავშვები კი კომუნიზმში ცხოვრობდნენ