"რუბინი" თავისი საიტით იტყობინება, რომ ქართველი ნახევარმცველები ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გუნდში გამოცხადდნენ.
"ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ყაზანში დაბრუნდნენ. თათრეთის დედაქალაქამდე მათ უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით ავტომობილით იმგზავრეს. ფეხბურთელები სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლიან და უახლოეს ხანში COVID-19-ზე ტესტს ჩააბარებენ", - ინფორმაციას "რუბინის" პრესსსამსახური ავრცელებს.
"რუბინის" 23 წლის მცველს, კონსტანტინ პლიევს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მას თანაგუნდელებთან ურთიერთობა არ ჰქონია და ვლადიკავკაზში იმყოფება.
თათრეთის ხელისუფლებამ ვარჯიშებზე შეზღუდვა ნაწილობრივ გააუქმა და "რუბინი" ვარჯიშს შეუდგა.
თათრეთის ხელისუფლებამ ვარჯიშებზე შეზღუდვა ნაწილობრივ გააუქმა და "რუბინი" ვარჯიშს შეუდგა.