ანანიძე "როტორში" გაივლის მედშემოწმებას - ცნობილი გახდა მისი სავარაუდო ხელფასი

AutoSharing Option
ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც "ანორთოსისთან" კონტრაქტი უმთავრდება, შეიძლება "როტორში" გადავიდეს, - იტყობინება თავისი ტელეგრამარხით ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი.

ჯანო რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ ვოლგოგრადულ გუნდში მედშემოწმებას ივნისში გაივლის.

"ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა მედშემოწმების შედეგების მიხედვით შეფასდება. სავარაუდო პირობები - ერთწლიანი ანაზღაურებითი კონტრაქტი თვეში 1.5 მილიონი რუბლის (21 093 დოლარი) ოდენობით", - წერს ჟურნალისტი.

"როტორში" "რუბინიდან" იჯარით გადასული თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე თამაშობს, თუმცა ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა ის გუნდში.

მკითხველის კომენტარები / 45 /
რაში ჭირდებათ?
მიშა
26 მაისი 2020 21:30
11
სადაც უნდა იქ წავა, რა ჩვენი საქმეა ვერ ვიგებ.
ფეხბურთი
27 მაისი 2020 14:50
3
ეს ინფორმაცია თუ მართალია დამთავრებულა მაგის ფეხბურთი და ეგ არის!
მწვრთნელი
26 მაისი 2020 22:42
16
Asec nu gadauvlit ubralot puli uyvars da ra qnas kacma tqven ras izavdit magis adgilze
gio
26 მაისი 2020 21:42
17
ჩამოთვლას არ დავიწყებ რამდენმა ქართველმა პერსპექტულმა ფეხბურთელმა ვერ მიაღწია დიდ წარმატებას თავისი სიზარმაცის გამო.ასევეა ანანიძეც.
ქართული სინდრომი
27 მაისი 2020 12:05
10
... სიზარმაცის გამო???!!! თუ პოლიტრავმების გამო???!!!
დათო
02 ივნისი 2020 14:36
0
რა ქნას ამანაც, დატანჯა ტრავმებმა. უცხოური კლუბები არ იყიდიან, მაქსიმუმ ყაზახეთში წავიდეს და ისევ რუსეთში ურჩევნია თამაში.
gio
27 მაისი 2020 11:00
3
უუფ მაგარია, როტორი, ანჟი, როსტოვი მერე ალბათ ფახთაკორო და ა.შ. კარგი რა ჯანო!!!
!!!
27 მაისი 2020 18:03
11
რა შუაშია ურაპატრიოტიზმი ვერ ვიგებ, განა ფაქტი არაა რომ რუსეთს აქვს დაპყრობილი აფხაზეთი და სამაჩაბლო, სწორედ რუსეთის დიდი დამსახურებაა ესეთი სუსტი ქვეყანა და ჩემპიონატი რომ გვაქვს,არცერთი თავმოყვარე უკრაინელი ფეხბურთელი რუსეთში არ მიდის უკვე სათამაშოდ,სამწუხაროდ ბევრ ქართველს არა აქვს რეალურად გათავისებული თუ რამხელა ტკივილი აქვს თუნდაც ბოლო 30 წელიწადში საქართველოსთვის რუსეთს მიყენებული
გალელი
27 მაისი 2020 11:18
14
დატკბით შურიანი და ხარბი ქართველი ხალხის კომენტარებით.
ასეა ეს
27 მაისი 2020 17:40
9
თვეში 20 ათასი დოლარი.
რა იქნებოდა საქართველოში ეთამაშა, მაგრამ 2 ათას დოლარად, თუნდაც ექვსი თვე, რატომ არ უნდა, თუ ყველაფერს ფული წყვეტავს? მერე არ თქვათ პატრიოტიზმი და რამეო. რა პატრიოტიზმი, რომელი სამშობლო ტოოო? მთავარია ბაღანეს მაყუთი ქონდეს, ინტერესს მისცემდა ახალგაზრდებს, თამაშებსაც, მაგრამ... მალჩიშკა!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
27 მაისი 2020 02:02
32
აფერუმ, კოხტა შეგონებაა. რაებს არ იტყვი ხოლმე, გეტყობა პეტერბურღის შკოლა. შენი შეგონებებისთვინ შემოვდივარ ხოლმე ამ საიტზედ, რომ რამე ვისწავლო. სულ ველოდები, აბა რას დაწერს, აბა რასა-მეთქი და მერე ყველაფერს უბის წიგნაკშიდ ვიწერ. მაგრამ ერთი სათხოვარი მაქ კია _ წიგნაკი უკვე გაიმსო და იქნებ ესე მალი-მალ აღარ მოგვაწოდნო ხოლმე ეს არაკები, პატივნაცემნი დაგრჩებით.
დიდუბელი მარკოზა
27 მაისი 2020 02:27
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული