პავლოდარის "ირტიში", რომლის ღირსებასაც თავდამსხმელი ლევან კუტალია იცავდა, ფინანსური პრობლემების გამო ყაზახეთის ჩემპიონატზე აღარ იასპარეზებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ გაავრცელა.
"ირტიში" ხუთჯერ იყო ყაზახეთის ჩემპიონი, ორჯერ კი თასი მოიპოვა.
30 წლის კუტალია პავლოდარულ გუნდში ზამთარში თბილისის "დინამოდან" გადავიდა, ამ სეზონში ჩემპიონატის 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფს ახალი ნავთსაყუდელის მოძებნა მოუწევს.
კუტალიას პანენკა, ჩხუბი და შეწყვეტილი მატჩი [VIDEO]
ოფიციალურად: ლევან კუტალია "ირტიშის" ფეხბურთელი გახდა
ლევან კუტალია: ყაზახეთის ჩემპიონატი ჩემთვის საინტერესოა
ლევან კუტალია: ეს ჩემი კარიერის პიკი არ არის, მეტი მსურს
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: კუტალიას დუბლი და "დინამოს" ზედიზედ მესამე მოგება [VIDEO]