goal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?

AutoSharing Option
goal.philenew-ის ცნობით, პარალიმნის "ენოსისის" 31 წლის ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე კვიპროსის მოქალაქეობას მიიღებს და მათ ნაკრებში თამაშს აპირებს.

გამოცემის ცნობით, მაისურაძე 2014 წლიდან კვიპროსში თამაშობს, კვიპროსელი მეუღლე ჰყავს, იქ ოჯახური ბიზნესი აქვს, კარგად შეეწყო გარემოს, დარჩენა სურს და რამდენიმე დღის წინ მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა.

მან თქვა, რომ თუ ნაკრების მწვრთნელი იოჰან ვალემი მიიწვევს, სიამოვნებით დათანხმდება.

მაისურაძე "ზესტაფონში", რუსთავის "მეტალურგში", გორის "დილაში", მინსკის მტზ-რიპოში, "ვიტებსკში", "ვალეტაში", "ბალმაზუივაროშში", "ანორთოსისსა" და "ერმისში" ასპარეზობდა, საქართველოს ნაკრებში კი 3 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ამ
სეზონში მან კვიპროსის" ვადამდე შეწყვეტილ ჩემპიონატზე 16 შეხვედრაში ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კარგი ფეხბურთელია და უაზრო კომენტარებს ნუ წერთ თუ მისი თამაში არ გინახავთ. რუსთავიდან მახსოვს ეს ბიჭი, ცოტა ვერ აეწყო კარიერა თორემ ეხლა ნაკრების კანდიდატი იქნებოდა. ისე ნაკრებშიც აქვს ნათამაშები თუ სწორად მახსოვს, ამხანაგურებში.
semi
12:02 04-06-2020
1
აწი ეგ აუტიდან ბურთს თუ მოიტანს, 16 წლისებს ეზარებათ სირბილი და 31 წლისა? საჩხუბრად თუ გაიყვანენ, ეგ სხვა საქმეა.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
22:38 03-06-2020
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული