"ტამბოვის" მეკარემ, წარმოშობით ქართველმა და რუსეთის მოქალაქე გიორგი შელიამ "უფასთან" გამართული მატჩი შეაფასა და ჩემპიონატში არსებულ ვითარებასაც მოკლედ შეეხო.
"მენტალურად "უფას" სათამაშო სტილისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ჩემი აზრით, პირველ ტაიმში თამაში ფსიქოლოგიურად დავთმეთ, მეორე ნახევარში კი მეტოქე ისე აგრესიულად აღარ გვიტევდა.
ცხადია, ასეთი შესვენება ძალიან რთული იყო. 3 თვე არ თამაშობ და უცებ დიდი დატვირთვები გეწყება. თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ და ამაზე არ უნდა ვიწუწუნოთ.
რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, როგორც მე დავინახე, ჩვენი მოთამაშე (თეთრაშვილი) მოწინააღმდეგეს ფეხზე შეეხო. მსაჯმა განიხილა
ეპიზოდი და ჩვენს კარში 11-მეტრიანი დანიშნა. ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო.
რას ვიტყვი ჩემპიონატში არსებულ ვითარებაზე? ამ ქვეყანაში არაფერზე გაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და მისი საჯაროდ დაფიქსირება. ის, რაც "როსტოვთან" დაკავშირებით მოხდა, არასპორტული იყო. ბიჭებზე გული დამწყდა, მათ გვერდში უნდა დავუდგეთ", - განაცხადა "ტამბოვის" მეკარემ.
მომზადებულია Rusfootball-ის მიხედვით