კიტეიშვილი თურქულ გრანდში?! - მოლაპარაკებები მალე დაიწყება...

AutoSharing Option
თურქული A Sports-ის კომენტატორ ჰალდუნ დომაჯის ინფორმაციით, სტამბულის "ფენერბახჩე" საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილით არის დაინტერესებული და მასში გუნდის მომავალ 10-ნომერს ხედავს.

"ფენერს" მაქს კრუზეს ჩანაცვლება უნდოდა და ფეხბურთელის ძებნა დაიწყო. fotomac.com.tr-ის ცნობით, თურქები არჩილ არველაძეს დაუკავშირდნენ, რომელმაც კიტეიშვილი კარგად დაახასიათა. ამის შემდეგ კლუბმა ოთარზე ინფორმაცია მოიძია და იმდენად კარგი რეპორტი მიიღო, რომ მოლაპარაკებების დაწყებას მალე გეგმავს.

საიტი წერს, რომ კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მას როგორც 8, ისე 10 ნომრის პოზიციებზე შეუძლია თამაში და ყურადღებას
ორივე ფეხით კარგი თამაშით იპყრობს.

ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ კიტეიშვილის შეძენა "ფენერბახჩეს" ძალიან იაფად შეუძლია და მისი სატრანსფერო ფასი მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ნამდვილად არ არის ურიგო ვარიანტი. მართალია წელს ფენერი ცუდად გამოიყურება და შესაძლოა ევროზონაშიც ვერ მოხვდეს, მაგრამ შტურმიც იგივე დღეშია და თანაც ფენერბაჰჩე თურქული გრანდია, ხოლო შტურმზე ამას ავსტრიის მასშტაბითაც ვერ ვიტყვით. თუ უკეთესი ვარიანტი არ ექნება, მაშინ გამართლებულ ნაბიჯად მიმაჩნია, რადგან პერსპექტივა უკეთესი ექნება და თუ გუნდის ლიდერი გახდება, მერე უკვე რომელიმე ტოპ ჩემპიონატში შეუძლია მოხვედრა!
სიმართლე
22 ივნისი 2020 15:24
4
უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.ჯერ იმიტომ,რომ თურქეთის ჩემპიონატი ავსტრიისაზე მაღალი დონისაა(მგონი არ ვცდები) და მერე მეორე,ფენერბაჰჩე სულ სხვა დონის კლუბია ვიდრე შტურმი.
ასე რომ კარგი იქნება თუ ეს ტრანსფერი შედგება.
ქობულეთიდან
22 ივნისი 2020 15:20
4
"აუ ოთარ ფენერში არ წახვიდე, თურქეთი ჩვენი ისტორიული მტერია" კომენტარები არ წამოსულა ჯერ ??? )))))))))
შენგელიას სმაილი
22 ივნისი 2020 15:03
26
თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მეგობარი და პარტნიორია. მიყვარს ძალიან თურქეთი.
Giorgi kakaladze
22 ივნისი 2020 15:57
24
სისულელეა ეს ცინიზმი. რუსეთი რომ მტერია ფაქტია. რუსეთია ქვეყანა, რომლის ტანკები ჩვენს ტერიტორიაზე აყენია და რომლის ჯარმაც ასობით ათასი ადამიანი საკუთარი სახლებიდან გამოგვიყარა ასე რომ შეეშვით ცინიზმს და რუსეთის თურქეთთან შედარებას. წარმოუდგენელია დღევანდელი თურქეთი აგრესიულ და ჩვენდამი მტრულად განწყობილ რუსეთს შეადარო.
გიორგი
22 ივნისი 2020 15:34
15
აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ფენერბახჩეში გადასვლა. წარმატებები მინდა ვუსურვო ოთარს. ღმერთი შენსკენ.
roma bejanidze
22 ივნისი 2020 14:46
3
დისლაიქი დავწერე და მინდა დავამატო ამიტომ. ღმერთი შენსკენო და მაგაში მეც გიერთდები, ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ნიჭიერ და მშრომელ, ძალიან კარგ ბიჭს! მარა ფენერბაჰჩეში გადასვლა ძალიან დიდი ნახტომი იქნება უკან
გადასარევი გიორგი
22 ივნისი 2020 22:18
1
კარგია თუ მართლა გადავა. შტურმი ამ ეტაპზე არ არის ის გუნდი სადაც კიტეიშვილი უნდა თამაშობდეს. ფენერი ევროპაზეა ყოველ წელს და თურქული ჩემპიონატიც არ ჩამოუვარდება ავსტრიულ ბუნდესლიგას. ოთარისთის საჭიროა შტურმზე ძლიერი გუნდი რომ კარგად წარმოაჩინოს თავი. ფენერბაჰჩე ამ ეტაპზე ძლიერი და უფრო მიზანდასახულია ბევრად ვიდერე შტურმი. წამატებები ოთოს.
G.LA
22 ივნისი 2020 14:32
5

სიახლეები პოპულარული