მიქელთაძე და ყიფიანი რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებენ

AutoSharing Option
როგორც უკვე გაცნობეთ, ნახევარმცველ ნიკოლაი ყიფიანსა და თავდამსხმელ ბექა მიქელთაძეს "რუბინთან" კონტრაქტი დაუსრულდათ და გუნდი დატოვეს. ისინი გასულ სეზონში "როტორში" იჯარის წესით თამაშობდნენ და ამ გუნდში დარჩებიან.

ვოლგოგრადული გუნდი ვარჯიშს შეუდგა. ყიფიანი გუნდშია, მიქელთაძე კი ჯერჯერობით საქართველოში იმყოფება და გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება, - ამის შესახებ კლუბი ინფორმაციას თავისი ვებგვერდით ავრცელებს.

"როტორმა" ვადამდე დასრულებულ პირველ ლიგაში ჩემპიონობა მოიპოვა, პრემიერლიგაში დაბრუნდა და მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, რუსული ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.

"როტორი" 31 წლის თავდამსხმელმა ანზორ სანაიამ დატოვა, რომელიც ამ გუნდში 2019
წლის ზამთარში გადავიდა და 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ ერთი მიქელთაძე "ვიღაც რუსი" არ არის და თანაც, თუ ასე გერევა გული, ნუ შეხვალ ამათ საიტზე. ეს ძალიან მარტივია.
შალვა
02:54 24-06-2020
1
გული მერევა თქვენ საიტზე, ვიღაც რუსებზე რატო წერთ? ვინმეს აინტერესებს გგონიათ?
ადმინისტრაციას
02:22 24-06-2020
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული