"ლოკოს" გენდირექტორი: ჯუღელმა კვარაცხელიას ტრანსფერის საქმეში მოგვატყუა, ახლაც განვიცდი მის დაკარგვას

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ რუსულ გამოცემა "სპორტ ექსპრესთან" საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია გაიხსენა და ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

თქვენ აკადემია გაიხსენეთ. ახლა ხომ აღარაა ისეთი სიტუაცია, რომ მაგალითად, კოკორინის მსგავსი ახალგაზრდა მოთამაშე "მოგტაცონ"?
- როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამ შეუძლებელია? ცოტა ხნის წინ კვარაცხელია წაიყვანეს. დღემდე განვიცდი მის დაკარგვას. ბრწყინვალე ფეხბურთელია, ნამდვილი მებრძოლი. მძიმე გაკვეთილი იყო, თუმცა უკვე ჭკუა ვისწავლე.

რისი გაკვეთილი, რას გულისხმობთ?
- იმისა, თუ როგორ უნდა ვიმუშაო აგენტებთან.

ეს როგორ?
- ყველაფერი წამიერად უნდა დააფიქსირო. მოილაპარაკე? მაშინვე ყველაფერი ქაღალდზე
უნდა გააფორმო. მსოფლიოში სატელევიზიო უფლებების სფეროში ხელის ჩამორთმევით მიღწეულ შეთანხმებას ვერ დაარღვევ - წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, ბიზნესიდან მოგისვრიან.

ზოგჯერ შეუძლებელია გარიგების სწრაფად გაფორმება, სხვადასხვა პირობაზე შეთანხმება გვიწევს. ფეხბურთში კი ყველაფერი სხვანაირად არის.

შეიძლება ითქვას, რომ აგენტმა მოგატყუათ?
- დიახ. ჩვენ წინასწარი შეთანხმება გვქონდა, რომელიც უცებ, ხვიჩას მოქმედი იჯარის დასრულებამდე 5 დღით ადრე შეიცვალა.

ერთხელ აგენტი კიევის "დინამოს" ჯანო ანანიძის ტრანსფერზე შეუთანხმდა, თუმცა ის მოსკოვის "სპარტაკში" წამოიყვანა. ახლა იმ აგენტს "დინამოს" სიახლოვეს კი არა, კიევშიც არ უშვებენ...
- კვარაცხელიას აგენტთან დაკავშირებით ზუსტად იგივეა. "ლოკომოტივს" ვეღარ გაეკარება. ეს ჩვენთვის ზედმეტად ძვირფასი შეცდომა იყო - თუმცა მომავალში კიდევ უფრო სერიოზულ შეცდომებს ავარიდებთ თავს.

2019 წლის თებერვალში 17 წლის ხვიჩა კვარაცხელია "რუსთავიდან" "ლოკომოტივში" იჯარის წესით გადავიდა. მარტში კი პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა და 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რუსეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშა.

ივლისში კი ქართველი ფეხბურთელი ყაზანის "რუბინში" აღმოჩნდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ ტურში, "ურალთან" ულამაზესი გოლი გაიტანა და არანაკლები საგოლე გადაცემა გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელიას ინტერესებს კი აგენტი მამუკა ჯუღელი იცავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
gamodi gicani he ....................
sen 1
25 ივნისი 2020 13:42
0
კიკნაძეს სიომინის გამო,მთელი ლოკომოტივის ფანობა გაუნაწყენდა და კლუბს ბოიკოტი გამოუცხადა.ახლა კვარაცხელიას შესახებ ნაჭამზე,თავის გამოკარგკაცებას ცდილობს.ქართველს, ქართველის დატოვებაზე რომ რუსი გეხვეწება და შენ ეუბნები უარს.ასეთ კაცზე რა უნდა ვთქვათ?ხვიჩას ამდენი სათამაშო პრაქტიკა ლოკომოტივში,მაინც ვერ ექნებოდა,რუბინის მწვრთნელი კი,საკმაოდ კარგი მწვრთნელია.ასე რომ რაც მოხდა,მგონი ხვიჩასათვის უკეთესიც გამოვიდა.რუსთავიდან ხვიჩას წაყვანა კი,რა პირობებით მოხდა,ეს მგონი ცალკე სასაუბრო თემაა.რუსთავს გაცილებით მეტის აღება შეეძლო,მისი გაშვებაში,თუმცა ხვიჩას ინტერესები გაითვალისწინეს თუ სხვა რამ,ადვილად შეელივნენ მას.უცხოური კლუბები როგორც კი ნიჭიერ ფეხბურთელს იპოვნიან,მასთან ხანგრძლივ ვადიან კონტრაქტს აფორმებენ,რომ შემდეგ,თუ მისი გაყიდვა მოუწევთ,დიდი კომპენსაცია მიიღონ.ჩვენთან კი,მაშინვე უწყვეტენ კონტრაქტს,როგორც კი მყიდველი გამოჩნდება და კლუბი უფასოდ ელევა ტალანტს.ცოტა ძნელად დასაჯერებელი მეჩვენება,რომ ასე იოლად შეელიო ტალანტს და უკაპიკოდ გაუშვა,ან კიდევ მართლაც კაპიკებში და ეს,მხოლოდ ფეხბურთელის ინტერესებიდან გამომდინარე.სულო ცოდვილო და რატომღაც მგონია,რომ აქ მარცხენა(ლევი) ბუღალტერიაც იარსებებს.თუმცა აქვე დავძენ,რომ ხვიჩას მამა,რუსთავის ინფრასტრუქტურაში მუშაობდა და მისი გაშვება,შესაძლოა სწორედ მისი პატივისცემით მოხდა, ასე იოლად.ადამიანური ფაქტორის გამორიცხვა,ნამდვილად არ შეიძლება.
სოსო
25 ივნისი 2020 09:53
0
jugheli gasagebia magram am kiknadzes ver aaqvs yvelaperi dalagebulad mokled magrd urevs xvichastan vitom imartlebs tavsai solomontan ki rs ambobs davinterrsdi ratom ar tamshobs da imis gamo rom maghali xelpasi hqonda shevtavaze xelpasis micemas wlis bolomde rac ekutvnoda da gundidan casvla vtxove ams rom klubis direqtori ityvis romlisatvisac titqos fexburtelebi kiara klubi mtavari(am gamotqmashic ramxela sisulelea) tan raghac qartvelebis mimart arajansaghi damokidebuleba emchneva avtoritetebs anu dzlierebs ver egueba.
კახაბერ
25 ივნისი 2020 07:39
0
დასაჭერია ეგ ჯუღელი, მარა ვინაა დამჭერი. კითხვაც კი არავინ დაუსვა: სამი მილონი ევროდან რუსთავს რამდენი ჩაურიცხა, ვადაზე ადრე რომ გააწყვეტინა ხვიჩასთან კონტრაქტი. გამოფხიზლდით, ვისაც ეგ გეხებათ!!!
ჯეკო
24 ივნისი 2020 21:44
1
რამდენი ჩაურიცხა და 50 000, მაფიოზია თვითონ გამოისყიდა დინამოდან და რუსთავს ათხოვა რომ ევარჯიშა. რუსთავშიც არ ასდის კარგი სუნი ამ ყველაფერს.
semi
25 ივნისი 2020 13:00
0
ჯუღელი საერთოდ რომ არ არსებობდეს ქართული ფეხბურთი ბევრად არა, მაგრამ მაინც უკეთეს დღეში იქნებოდა...
oto
24 ივნისი 2020 17:10
7
ხვიჩას რუბინში გადასვლა წარმატებული გამოდგა ძალიან კარგად გამოიყურება ამ გუნდში აშკრად უმატებს გოლები გაქვს პასებს კეთებ თამაშითაც მაგრად თამაშობს და კარგი მწვრთნელიც ჰყავს სლუცკის სახით რომელმაც იცის ახალგაზრდებთან მუშაობა და თუ ასე გაგრძელებს სეზონის ბოლოდე ლოკო შეცდება მის დაბრუნებას და დაბრუნდება კიდეც უკვე მისთვის კარგი პირობებით და გარანტიებით ლოკოში არ ექნებოდა იმდენი ნდობა და დრო რაც რუბინში მისცეს და ნამდვილად ჯობდა იმ დროს რუბინში გადასვლა.
Giorgi
24 ივნისი 2020 16:33
4
ტიპი იმენნა სახეზე აფერისტია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ რეალურად არის.
Megreli
24 ივნისი 2020 16:10
1
Асети рожис патрони, аба, ар моаткуебда?
Gimzeri
24 ივნისი 2020 16:03
5
Mamuka-Ivane Jugelma icis kargad da mitom ;)
Gimzeri
24 ივნისი 2020 22:47
0
მეც, გიმზერ და გამკვირვებია, სახელი თუ დაწერე ლათინური ასოებით, ტექსტის წერისას რატომ ჩართე რუსული კლავიატურა? ალბათ ვასილი კიკნაძემაც რომ წაიკითხოს არა?
გიმზერ
24 ივნისი 2020 16:37
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული