ეს წყევლაა?! - მიმდინარე კვირაში ტრავმა ორმა ქართველმა მეკარემ მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიმდინარე კვირა საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველი მეკარეებისათვის წყევლად იქცა: ჯერ იყო და, ტრავმა ზაურ მახარაძემ მიიღო, შემდეგ კი  იგივე ბედი გიორგი მაკარიძესაც ეწია.

მახარაძემ დაზიანება "დესნასთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში მიიღო. "ზორიას" მეკარემ ბურთი ძლიერად მოიგერია და სწორედ ამ დროს დაეჭიმა კუნთი და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისთვის "ზორია" ანგარიშით 2:0 იგებდა.

გიორგი მაკარიძემ კი ტრავმა "რიუ ავესთან" საშინაო დაპირისპირებისას მიიღო. ქართველი მეკარე შესვენების შემდეგ შეცვალეს, იქამდე კი გიორგიმ პენალტის ნიშნულიდან გოლის გაშვება მოასწრო.

-aleksandriastan-229160.jpg" border="0" alt="alt" title="ეს წყევლაა?! - მიმდინარე კვირაში ტრავმა ორმა ქართველმა მეკარემ მიიღო [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />მახარაძემ რამდენიმე რთული ბურთი აიღო - ქართველი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის [VIDEO]

alt"ვიტორიას" დირექტორმა მაკარიძესა და "ბენფიკაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნწ. გინება.
1
ვაშინერს
0

სიახლეები პოპულარული