ცეცაძის სომეხი წინამორბედი გიაზე: ქართველის დონემდე არ დავეცემი

AutoSharing Option
უკრაინული "ლვოვის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ეგიშე მელიქიანმა გია ცეცაძის გამონათქვამს (გუნდს ტაქტიკური განსწავლულობა აკლია) უპასუხა.

"დიახ, მისი ეს კომენტარი წავიკითხე. თუმცა ცეცაძის სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენ განსხვავებული ადამიანები და სპეციალისტები ვართ.

ასე რომ, ასეთ გამონათქვამზე რეაგირებას არ ვაპირებ, ამას აზრი არ აქვს. არ ვაპირებ, ქართველი კოლეგის დონემდე დავეცე.

ჩემი "ლვოვში" მუშაობის დროს ტაქტიკას დიდი ყურადღება ექცეოდა, ხოლო ცეცაძის გუნდის ტაქტიკური მუშაობის შედეგი რა იქნება, ამას დროს გვიჩვენებს", - განაცხადა მელიქიანმა.

მომზადებულია Football.ua-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
ცეცაძე ყველაფერი წინ დაგხვდება.
Vep1963
17:35 29-07-2020
2
კითხვა თუ გიჭირთ, მე გაგაგებინებთ. არაფერი შოვინისტური აქ არ არის. სათაურში წერია "ცეცაძის სომეხი წინამორბედი გიაზე: ქართველის დონემდე არ დავეცემი", "გიაზე" ნიშნავს იმას, რომ გია ცეცაძეზე ამბობს, ქართველი კი გია ცეცაძის სინონიმია აქ და მეტი არაფერი. გაუგებარი არაფერია. თუ ვინმეს შოვინისტია განწყობით, ის დაინახავს ეგეთ რამეს. სომეხმა ახსენა ქართველი კოლეგაო, თუ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, თავად ბატონმა ექსმწვრთნელმა რატომ გაუსვა ხაზი ცეცაძის ქართველობას?
ირაკლი-ს
13:09 06-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული