ცეცაძის სომეხი წინამორბედი გიაზე: ქართველის დონემდე არ დავეცემი

AutoSharing Option
უკრაინული "ლვოვის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ეგიშე მელიქიანმა გია ცეცაძის გამონათქვამს (გუნდს ტაქტიკური განსწავლულობა აკლია) უპასუხა.

"დიახ, მისი ეს კომენტარი წავიკითხე. თუმცა ცეცაძის სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენ განსხვავებული ადამიანები და სპეციალისტები ვართ.

ასე რომ, ასეთ გამონათქვამზე რეაგირებას არ ვაპირებ, ამას აზრი არ აქვს. არ ვაპირებ, ქართველი კოლეგის დონემდე დავეცე.

ჩემი "ლვოვში" მუშაობის დროს ტაქტიკას დიდი ყურადღება ექცეოდა, ხოლო ცეცაძის გუნდის ტაქტიკური მუშაობის შედეგი რა იქნება, ამას დროს გვიჩვენებს", - განაცხადა მელიქიანმა.

მომზადებულია Football.ua-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
შენი წინამორბედი კოლეგა კი არ უნდა აკრიტიკო შენ საქმეს უნდა მიხედო. სწორი პასუხი გასცა
14
ამ შემთხვევაში მართალია სომეხი მწვრთნელი. მეტად არაკორექტული განცხადება გაუკეთებია ქართველ მწვრთნელს. დაბალი ინტელექტის ჰყოფილა. მაგრად შეეშალა!
ავაზა
13:39 01-07-2020
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული