ტაბიძემ ჯერ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა, მერე საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: fcufa

საქართველოს ნაკრებისა და რუსული "უფას" მცველმა ჯიმი ტაბიძემ საკუთარი კლუბის კარი აშკარა გოლისგან "ურალთან" ფრედ, 1:1 დასრულებულ შეხვედრაში იხსნა და მატჩის ბოლოს საგოლე შეტევაშიც უდიდესი როლი შეასრულა.

ჯიმიმ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჯერ პირველ ტაიმში გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, როცა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.

მატჩის მიწურულს, როცა კაცნაკლული "უფა" 0:1 მარცხდებოდა, ქართველმა მცველმა მეტოქის მოედანზე ჯერ საჰაერო დუელი მოიგო, შემდეგ ფლანგზე გადაიტანა ბურთი, ჩაწოდებას კი გოლი მოჰყვა.

აღნიშნული თამაშის შემდეგ "უფამ" 33 ქულა
დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარი ბიჭია მიდი ჯიმი მოუმატე...წარმატებები
L.J.
15:35 06-07-2020
0
ყიჩაღ ჯიმი! მალე უკეთეს გუნდში მენახე ევროპაში. გვეიმედები ნაკრებში. წარმატებები.
G.LA
09:46 07-07-2020
0

სიახლეები პოპულარული