გვილიამ გაიტანა და პოლონეთის ჩემპიონი გახდა - საგიჟეთი ვარშავაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას 34-ე ტურში ვაკო გვილიას "ლეგიამ" ვარშავაში 2:0 დაამარცხა "კრაკოვია" და ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეთხუთმეტედ მოიპოვა ოქროს მედლები.

აღსანიშნავია, რომ მე-60 წუთზე მასპინძელთა ფანებმა უამრავი პეტარდები გაუშვეს და მსაჯი იძულებული იყო თამაში 6 წუთით შეეჩერებინა.

Sportall.Ge

გასული წლის ზაფხულში დედაქალაქურ კლუბში გადასული გვილია მისი სული და გული გახდა, თავდადებული ფეხბურთელი უმალ შეიყვარეს გულშემატკივრებმა, ხოლო პრესა გუნდის თილისმას უწოდებდა.

ამ შეხვედრაშიც ჩვენებური ძალიან აქტიური იყო, რამდენიმეჯერ პარტნიორები დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ორი მომენტის გაცუდების შემდეგ კი 75-ე წუთზე მეტოქის კარი
დალაშქრა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

ვაკომ ჩემპიონატის 34-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 11 გოლია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
აი რას ნიშნავს, როცა ფეხბურთელს შრომა უყვარს. შეიძლება გვილია ნიჭით ნაკრების სხვა ფეხბურთელებს ჩამოუვარდება, მაგრამ ძალიან მშრომელია და ამიტომაც დაუფასდა.
წარმატებები ვაკო, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო კარიერაში!
fani
00:45 12-07-2020
0
ყოჩაღ გვილია,გილოცავ! ამ ეტაპზე ყველაზე სტაბილურად კიტეიშვილთან ერთად ეს კაცი თამაშობს! ესაა გოლის გამტანი ფეხბურთელი ჩვენს ნაკრებში,ამ კაცის ძირითადში არ დაყენება მიუტევებელი შეცდომა იქნება ვაისის! კლასი ეტყობა და რა ვქნა!
gabo
22:05 11-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული