"რუბინი" ხვიჩას სხვა რუსულ კლუბში არ გაუშვებს - მხოლოდ ევროპის ტოპ-ლიგაში!

AutoSharing Option
"რუბინი" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სხვა რუსულ გუნდში ტრანსფერს არ განიხილავს და მზადაა მხოლოდ ევროპულ კლუბს მიყიდოს, - იტყობინება "Бизнес Online".

გამოცემის ცნობით, "რუბინის" ხელმძღვანელობა კონტრაქტის გაფორმებისას ფეხბურთელის მხარეს შეუთანხმდა, რომ ეს მისთვის ევროპის ტოპ-ჩემპიონატში ტრამპლინი იქნება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩას სამსახურით "კრასნოდარი" და "სპარტაკი" არიან დაინტერესებული.

19 წლის ქართველ გარემარბს ყაზანურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"რუბინის" გულშემატკივრები აქტიურად მიესალმებიან კლუბის გადაწყვეტილებას და კომენტარებში წერენ, რომ ხვიჩა ერთი-ორი წელი მათთან ითამაშებს და შემდეგ კარიერას კარგ დასავლურ კლუბში
გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხვიჩა მარგალიტიცაა და მარგალიც,სიტყვა მარგალიტი სწორედ სიტყვა მარგალიდან არის წარმოებული
ბაჩი
25 ივლისი 2020 13:33
8
მარგარინიც და მარგანცოვკაც
David
04 აგვისტო 2020 17:17
0
ხვიჩა მარგალიტია, რომლისაგან შეიძლება დიდი ბრილიანტი გაიჩარხოს, ოღონდ არავითარ შემთხვევაში დღეს ისეთ ტოპ გუნდში არ უნდა წავიდეს სადაც ძირითადში თამაში სათუო იქნება, ანუ მას პრაქტიკა და დაღვინება უნდა.
ჟორა
25 ივლისი 2020 11:30
2
ალმასიდან ბრილიანტი და არა მარგალიტიდან
იუველირი
25 ივლისი 2020 12:39
0
ხვიჩა მეც ძალიან მომწონს, მაგრამ ვშიშობ ამდენმა ქებამ, ცუდად არ იმოქმედოს მასზზე და მის კარიერაზე. ქართველები ემოციური ხალხი ვართ და უკიდურესად ვიცით ქებაც და ლანძღვა გინებაც, ისე უცებ ავფეთქდებით, რომ მერე გვიჭირის მოთოკვა ამიტომ ცოტა ზომიერად ხომ არ მოვიქცეთ შეფასებაში? უბრალოდ ახალგაზდა ბიჭია ხვიჩა და ამდენი ქებით არ აუვარდეს თავში და მერე სანანებლად არ გაგვიხდეს საქმე. ხვიჩას წარმატებები!
ხვიჩას ქომაგი
25 ივლისი 2020 09:53
2
არ ვიცი, ყველაფერი გემოვნების საკითხია და შეურაცყოფასაც არავის ვაყენებ, მაგრამ ასე რომ ირევა ზოგ-ზოგიერთი აქ ამ ბიჭზე და ლამის მესის ადარებს, მე ცოტა გადაჭარბებული მგონია, ჯერ ერთი რაღაც ფართხა ფურთხით თამაშობს სულ, რაღაცნაირად ქაჯურად, რაც მოულოდნელობის ეფექტს იწვევს რაღაცნაირად მეტოქე გუნდში, სულ ეს არის
Gio
25 ივლისი 2020 09:14
16
ეგ ერთი და მერეც მეორე? რაღაცნაირად...
ზაზა
25 ივლისი 2020 12:42
0
რა მიყვარს ექსპერტული მოსაზრებების კითხვა... :D
ოკ
25 ივლისი 2020 11:07
0
კონტრაქტში თუ ისეთი პუნქტია სადაც წერია რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდიან ტოპ_5 ჩემპიონატების გუნდების ინტერესია, ძალიან მაგარია. მე ვურჩევდი სხვა რუსულ კლუბში გადასვლას რუბინში იყოს 1 წელი ჯობია. უფრო მოღონიერდება და როცა იგრძნობს რომ შეუძლია თამაში ევროპაში მაშინ წავიდეს. ღმერთი შენსკენ წარმატებები.
roma bejanidze
24 ივლისი 2020 22:55
1
ჩვენები 4 _5 თამაშში გაიბრწყინებს და მერე ყველას საქმე უკნისკენ მიდის , მგონი ამდენი ქება დიდება ვნებს , იმედია ხვიჩას შემთხვევაში არ იქნება ასე და გააგრძელებს ზრდას ,მომდევნოს სეზონის ნახევარი მაინც თუ ასე აბითურა მოწინნაღმდეგები იმას რუბინში არავინ გააჩერებს . ლოკომოტივი მიიღებდა კარგ მაყუთს რო არ გაეყიდა მაგრამ რუბინმა აჯობა ჭკუაში და კარგ მოგებასაც ნახავს . ხვიჩა მეგრელია და თავში ავარდნევი არ გვახასიათებს ჩვენ . მიაწექ კვარა 4 წლის წინ პატარა ბავშვი რო იყავი და სტადიონზე ბურთით აბუჩად გვიგდებდი უბნის ბიჭებს იმ წყენამ გაგვიარ
ა :)კაი კაცი ხარ
მარგალ
24 ივლისი 2020 22:36
1
მეგრელია და თავში ავარდნები არ გვახასიათებსო?
ჭანტურია მაშ ვინ იყო კახელი?სვანი? მეგრელი არ იყო საკუთარი ქაქი რომ ჭამა?
იმდენი ქედმაღლობით ამპარტავნებით ახლა კი ხო გდია გამოკეტილი სახლში გასიებული ცელულიტებით სავსე ხოდა მოუხდება მასე.
კიდე მინიმიმუმ ორი მეგრელი ფეხბურთელი მახსენდება ასე ავარდნილი თავში მაგრამ აღარ დავწერ ვიცი ამ საიტზე ათასი მტერი შემოდის და იმათ ნამდვილად არ გავახარებ.
დარსალია
25 ივლისი 2020 07:14
1
მემგონი იდეალური გადაწყვეტილება, ანუ ადრეც დავწერე და ეხლაც იგივეს დავწერ, რუსეთში უკეთეს გუნდში გადასვლას აქვს ერთადერთი პლუსი, უფრო მეტად რეზულტატული იქნება ხვიჩას გრაფა, ხვიჩას შექმნილი მომენტების უკეთ გამოყენება მოხდება. ხვიჩასთვის რავი იდეალური მგონია რუბინის დონის გუნდში ყოფნა, სადაც ლიდერად ყალიბდება, სადაც მეტი სირთულე ექნება დასაძლევი მაგრამ ზუსტად ეს სირთულე განავითარებს და ჩამოაყალიბებს კარგ ფეხბურთელად, სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდებაოო... ამას დავამატოთ ის რომ სლუცკი კარგი მწვრთნელია, ნდობას უცხადებს ხვიჩას, სათამაშო დროს აძლევს...და თუ მაინდამაინც გადასვლაზე ვილაპარაკებთ სხვა გუნდში რუსეთში მაშინ ეს უნდა იყოს გუნდი რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ატლანტამ მხრები გაშალა
24 ივლისი 2020 22:10
2
სხვა რუსულ კლუბში არ გადასვლა ალბათ სწორი გადაწყვეტილება იქნება.ჯობს ერთი წელი დარჩეს რუბინში სადაც უკვე გუნდის ერთერთი ლიდერია,მწვრთნელი ენდობა,ამიტომ ექნება მეტი სათამაშო დრო. შეიძენს მეტ გამოცდილებას დაკიდევ უფრო მოძლიერდებადა.ნიჭიერი ბიჭია,წარმატებები ვუსურვოთ...
ნოდიკო
24 ივლისი 2020 20:50
2

სიახლეები პოპულარული