სლუცკი: კვარაცხელია "რუბინის" ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი და შეტევის ლიდერია

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი გუნდის დაბალ შედეგიანობასა და ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

"დაბალი შედეგიანობის ახსნა შესაძლებელია. ჩვენ საკმარის საგოლე მომენტებს ვქმნიდით. თუ გაეცნობით xG (პოტენციური გოლები) სტატისტიკას, ნახავთ, რომ სეზონის ბოლოს ის საკმაოდ მაღალი იყო.

შეტევაში ჩვენ გვყავდა აშკარად გამოკვეთილი ლიდერები, მაგალითად, კვარაცხელია, მაგრამ არ იყო ადამიანი, რომელიც შეტევებს სტაბილურად გოლით დაასრულებდა. იგნატიევს პირველი გოლის გასატანად იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ველოდით.

ხვიჩა ახალგაზრდა ფეხბურთელის საზღვრებში აღარ არის. ის უნდა შეფასდეს, როგორც სრულფასოვანი ფეხბურთელი. რესტარტის შემდეგ კვარაცხელია "რუბინის"
ყველაზე საინტერესო და საუკეთესო ფეხბურთელია. მის გაყიდვას არ ვაპირებთ, მაგრამ თუ იქნება სუპერწინადადება, გუნდი მას განიხილავს", - ამბობს სლუცკი.

მომზადებულია sports.ru-სა და business-gazeta.ru-ს მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ლორიას ნახტომებს დებთ და მაკარიძე სეზონის სიმბოლურში როა მერე რაა?
Rive
12:55 28-07-2020
0
მეშინია ნამეტანი ყურადღებით თავში არ აუვარდეს ამ პატარა ბიჭს.თან სიმპატიურია და ნადირობაა გამოცხადებული ფეხბურთელებზე რუსის გოგოების მიერ.აჯობებს ერთი სეზონი რომ დარჩეს რუბინში რათა დაამტკიცოს რომ ეს კარგი თამაში სტაბილურად შეუძლია.ისე კარგ ფეხბურთელებს მთელი მსოფლიო სანთლით ეძებს და რუბინში არავინ დატოვებს.
ჩემი აზრით
11:12 28-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული