კვარაცხელია და დავითაშვილი მხოლოდ 4 დღე დაასვენეს - "რუბინი" ვარჯიშს შეუდგა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის "რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა და 4 დღის დასვენების შემდეგ ყაზანში, კლუბის ბაზაზე ახალი სეზონისთვის შეკრება დაიწყო.

სეზონის რესტარტის შემდეგ მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელია გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა, თუმცა ურიგოდ დავითაშვილიც როდი გაისარჯა. მის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს კლუბის საიტი აქვეყნებს:

"1785 წუთი, 2 გოლი, გადაცემების ზუსტი 80%, წარმატებული დრიბლინგის 60%, მასზე 41 ფოლი".

Sportall.Ge

პრემიერლიგის მორიგი გათამაშება 8 აგვისტოს აიღებს სტარტს, კალენდარი კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაია რო მალე განახლდება პრემიერ ლიგა და ბიჭები ფორმიდან არ ამოვარდებიან
გიო
02:07 28-07-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული