ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა რუსულმა გამოცემა sports.ru-მ რუსეთის პრემიერლიგა შეაჯამა და ჯიმი ტაბიძე "უფას" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
აი, რას წერს საიტი ქართველი მცველის შესახებ:
"უფას საუკეთესო ფეხბურთელი - ჯიმი ტაბიძე, 25 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.
გუნდის დაცვის ლიდერად ნედელჩარული ითვლებოდა, თუმცა მატჩები გამოტოვა, მისმა პარტნიორებმა კი წინ ხარისხიანი ნაბიჯი გადადგეს.
განსაკუთრებით სასიხარულო ქართველის პროგრესია - ტაბიძეს ყოველთვის კარგი მონაცემები ჰქონდა, თუმცა სულელური ინდივიდუალური შეცდომები და ტრავმები გახსნაში ხელს უშლიდა.
ტაბიძე მაყურებლის ყურადღებას თავდაჯერებული თამაშით იპყრობს და თანაბრად კარგია
როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. ჯიმის ძალიან პროგრესული სეზონი გამოუვიდა."
თხოვნა მაქვს ისევ..ფეხბურთში..განსაკთრებით დაცვაში მოთამაშე ფეხბურთელებს ხშირად მოსდით შეცდომები..ამისგან მსოფლიოს საუკეთეო მცველები არ არიან დაზღვეული..მაგრამ სულელური..შტერული..დგენერატული..ასეთი შეფასებებისგან შევიკავოთ რა თავი...ყველა სტატიას ეცნობიან ფეხბურთელები...და კრიტიკა უნდა იყოს ისეთი რომელმაც..ხელი შეუწყოს ფეხბურთელის კრიტიკულად ჩამოყალიბებას მისი შეცდომების მიმართ..გარკვეული მოტივაციაა მათთვის..რამაც მის სათამაშო დისციპლინის..ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყოს უნდა ხელი..რა უბედურებაა ეგ საჯაროდ ლანძღვა ადამიანის..რომელიც ჩვენი ნაკრების სტაბილურ მოთამაშედ ყალიბდება..თხოვნა ადამიანურად.დავფიქრდეთ პატარა სანამ რამეს დავწერთ..