ჯიმი ტაბიძე "უფას" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა რუსულმა გამოცემა sports.ru-მ რუსეთის პრემიერლიგა შეაჯამა და ჯიმი ტაბიძე "უფას" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

აი, რას წერს საიტი ქართველი მცველის შესახებ:

"უფას საუკეთესო ფეხბურთელი - ჯიმი ტაბიძე, 25 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.

გუნდის დაცვის ლიდერად ნედელჩარული ითვლებოდა, თუმცა მატჩები გამოტოვა, მისმა პარტნიორებმა კი წინ ხარისხიანი ნაბიჯი გადადგეს.

განსაკუთრებით სასიხარულო ქართველის პროგრესია - ტაბიძეს ყოველთვის კარგი მონაცემები ჰქონდა, თუმცა სულელური ინდივიდუალური შეცდომები და ტრავმები გახსნაში ხელს უშლიდა.

ტაბიძე მაყურებლის ყურადღებას თავდაჯერებული თამაშით იპყრობს და თანაბრად კარგია
როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. ჯიმის ძალიან პროგრესული სეზონი გამოუვიდა."

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
როცა რუსეთის პრემიერ ლიგის ორი კლუბის საუკეთესო მოთამაშედ,ქართველს ასახელებენ,მგონი ცუდი არ უნდა იყო.
სოსო
18:21 29-07-2020
1
როგორც ვიცი უფა რედბულმა შეისყიდა და ინვესტიციებს აპირებს ამ კლუბში სავარაუდოდ უფა მომავალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს და თუ ჯიმი მომვალ სეზონში ისევ ასე სტაბილურად ითმაშებს დიდი ალბათობით შესაძლებელია დაწინაურონ და ლაიფციგში ან ზალსბურგში გადაიყვანონ გუნდის ხელმძღვანელობამ.
გიო
20:48 29-07-2020
0

სიახლეები პოპულარული