ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!

AutoSharing Option
"რუბინის" 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა, "მატჩ პრემიერის" ხუთმა ექსპერტმა, ჟურნალისტებმა და რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა აირჩიეს.

"მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ასეთი პრიზის მიღება დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ყოველ მატჩში უნდა გავამართლო. რამდენად ძნელია მეტოქეთა მოტყუება? ეს რუსეთში მართლაც რთულია, ვინაიდან დაცვაში ყველა გუნდს ეხერხება თამაში, მაგრამ თუ შენ შემტევი ფეხბურთელი ხარ, ეს შენი საქმეა. რა თქმა უნდა, მოსამატებელი მაქვს, საჭიროა მეტი გოლი გავიტანო და ამით
გუნდს მეტად დავეხმარო", - განაცხადა ხვიჩამ "Матч ТВ"-ის ეთერში.

ხვიჩამ ჩინებულად ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარი, "მატჩ პრემიერმა" ხუთჯერ აღიარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა, ორი პენალტი მოიპოვა და დრიბლინგებში ლიგაში მეორე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხვიჩას რაც ჭირდება, ეს არის ფიზიკა, ფიზ მომზადება უნდა ქონდეს უმაგრესი, მითუმეტეს მაგ სტილის ფეხბურთელს, ბარაბანს არ ურტყამენ იმდენს რაც მაგას ხვდება ფეხებში, ფიზიკა აუცილებლად რომ ტრამვებს გადაურჩეს. მეორე რაც ჭირდება ეს არის დარტყმა, ეს ჯარიმებს კარგად ურტყამს, გაჩერებულ ბურთზე ძაან კარგი დარტყმა აქვს, ამან უნდა დახვეწოს დარტყმა მოძრაობიდან და პლუს თავი უნდა აწიოს დარტყმამდე, 2-3 კაცს გაცდება ხოლმე და მერე მეკარეს არტყამს იმიტომ რომ ჩქარობს. პასი აუცილებლად ჭირდება, განსაკუთრებით საუბარია ბოლო პასზე, პასი კარგი აქვს, საგოლე პასებიც აკეთა მაგრამ მაგ კომპონენტშიც დახვეწა ჭირდება... დანარჩენი ყველაფერი აქვს, ტალანტია და ყველაზე მთავარი რაც აქვს ეს არის ხასიათი, ჟილკიანია, მონდომებულია, მებრძოლია, მშრომელია,ჭკვიანია, ამიტომაც ბევრს მიაღწევს... პ.ს ჩაკვე და ეს ორივე ერთ პოზიციაზე თამაშობს თუმცა განსხვავებული მოთამაშეები არიან და ორივე მაგარი საჭირო კაცია, ჩაკვეს აქვს ორი ძაან მაგარი რამ, ეს არის სტადიონის ხედვა და ბოლო პასი, განსაკუთრებით ბოლოს პასის კომპონენტი აქვს ძლიერი. ჩაკვე თამაშობს მაქსიმალურად გუნდურ ფეხბურთს, ათი შესაძლო შემთხვევიდან 8 ჯერ გააკეთებს პასს და 2 ჯერ შეიძლება აიღოს მის თავზე თამაში, ზედმეტს არაფერს არ აკეთებს, მარტივად აკეთებს ყველაფერს... ამიტომაც ის ვინც თვლის რომ თურმე ჩაკვე ჩამოწერილია იმიტომ ტრამვის გამო დიდი პერიოდი გაუცდა, აზრზე არ არის, 20 წლის ბიჭია, 20 წლისას იწყევს ზოგი ფეხბურთის თამაშს... რაც შეეხება კვარა, კვარას აქვს ძალიან დიდი ტექნიკური არსენალი, ყველა მხრიდან ატყუებს კაცს, წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ, ძაან მრავალფეროვანია მაგ ამბავში... მაგრამ კვარა 10 დან 8 შემთხვევში წავა გამწვავებაზე და 2 შემთხვევაში გააკეთებს პასს, ბალანსი უნდა მძებნოს გუნდურ და ინდივიდულარ თამაშს შორის, ჩაკვემ კიდე პირიქით მეტი ინდივიდულაიზმი უნდა გამოავლინოს, მთელ რიგ შემთხვევებში გასამწვავებელს არ ამწვავებს...ბალანსი აქვს ორივეს დასაჭერი, ორივე ძაან იდეალური კაცია და რავი რა ამათი იმედი მაქვს მე...
დათო
23:05 01-08-2020
0
Es ukve Didi warmatebaa!martlac ROM bravo!mtavaria tavshi ar auvardes.
Gabo
20:46 01-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული