"უფას" მწვრთნელი ამბობს, რომ ტაბიძეს კარგ გუნდში წაიყვანდა და გვარდიოლას სტილში შეუტევდა

AutoSharing Option
"უფას" მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა თავისი კლუბის ყოფილი გენერალური დირექტორი შამილ გაზიზოვი დაახასიათა, რომელიც "სპარტაკში" ანალოგიურ თანამდებობაზე გადავიდა და თქვა, რომ მის ადგილზე ჯიმი ტაბიძეს წაიყვანდა.

"გაზიზოვი სატრანსფერო საკითხებში პასუხისმგებლობის აღებას არ გაურბის. კარგად არჩევს ფეხბურთელებს. ეს ალეკსანდრ ზინჩენკოს შემთხვევაშიც გამოჩნდა. იური გავრილოვი მას მოსკოვის საფეხბურთო სკოლებს სთავაზობდა, მაგრამ "უფაში" აღმოჩნდა.

გაზიზოვის ადგილზე "სპარტაკში" ოსტონ ურუნოვსა და ჯიმი ტაბიძეს წავიყვანდი.

ჩემთვის მწვრთნელებს შორის ორიენტირი პეპ გვარდიოლაა. მისი სქემით "ტექსტილშიკს" ვათამაშებდი - 19 მატჩიდან 15 მოვიგეთ და 1 წავაგეთ.  "ლოკომოტივში" ან "სპარტაკში"
რომ მიმიწვიონ, აუცილებლად გვარდიოლას სქემასა და მოდელს გამოვიყენებდი, შევუტევდი და მეტოქეზე ზეწოლას განვახორციელებდი", - თქვა ევსეევმა "რუთუბეს" ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გამართლებაა ყველაფერი. კაშია ამერიკაში მილიონებს იღებს და ვერ თამაშოვს. ეს კიდერუსეთში ზის
გენა
12:49 03-08-2020
0
ტაბიძე სპარტაკში არ უნდა წავიდეს „გააფუჭენ“ იქნება.პუტინი იქვეა და არ გაუშვებს ისე რომ „გააფუჭენ“ არ ქნას
აპრუწუწუ
12:14 03-08-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული