ლუკა ზარანდია ბელგიაში ავარიაში მოყვა

AutoSharing Option
ბელგიურ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, გუშინ, 2 აგვისტოს, ღამით, "ზულტე ვარეგემის" ორი ფეხბურთელი - ქართველი ლუკა ზარანდია და მექსიკელი ომარ გოვეა ავარიაში მოყვნენ. უკვე დღეს აღნიშნული შემთხვევა კლუბმაც დაადასტურა.

წყაროთა ცნობით, ლუკას თანაგუნდელი საჭესთან ნასვამი იჯდა და ავარიის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ეს სახელდება, თუმცა "ზულტე ვარეგემის" ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ სანამ ოფიციალურ წერილს არ მიიღებენ პოლიციიდან, იქამდე კლუბი არაფერს მოიმოქმედებს.

საბედნიეროდ, ქართველი ფეხბურთელი მძიმედ არ დაზიანებულა და სერიოზული ტრავმები არ მიუღია. თანაგუნდელს კი თვალების არეში აქვს მცირედი დაზიანებები. მეორე
ავტომობილში მჯდომი პირიც თავს კარგად გრძნობს.

ლუკა ზარანდია კი "ტობოლში" განათხოვრების შემდეგ ბელგიურ კლუბს დაუბრუნდა. ყაზახეთში ქართველმა მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლიც გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მექსიკელი და ქართველი დამეგობრებულან ხო მაგარია? ფეხბურთში რატოა ამხელა ხეფასები ვერ ვხვდები ? ბიჯო ყიფიანმა და გუცაევმა მსოფლიო გააოცა და ერთი მანქანა ძლივს აჩუქეს ესენი ვინაა ამხელა ხელფასებს რო იღებენ?
vova
18:53 03-08-2020
7
ჩვენ კიდევ გვიკვირდა ვაისი რატომ არ იძსხებსო. აააა ხომ ხვდებით. ალბათ უდისციპლინოა ნაკრებშიც.
roma bejanidze
18:03 03-08-2020
7

სიახლეები პოპულარული