პორტუგალიის პრიმერა ლიგის ხელმძღვანელობამ გიორგი მაკარიძის "ვიტორია სეტუბალი" მესამე ლიგაში დააქვეითა, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ კლუბის სტადიონმა ლიცენზირება ვერ გაიარა.
თუმცა ვიტორიული კლუბი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს. ასევე, კლუბი პორტუგალიის ფეხბურთის მმართველ ორგანოს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს.
რაც შეეხება ქართველ მეკარეს, ისედაც დიდი ალბათობა იყო, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ "სეტუბალს" დატოვებდა და თუ ლიგის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, გიორგი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
მომზადებულია maisfutebol.iol.pt-ის მიხედვით