გიორგი მაკარიძის გუნდი მესამე ლიგაში დააქვეითეს

AutoSharing Option
პორტუგალიის პრიმერა ლიგის ხელმძღვანელობამ გიორგი მაკარიძის "ვიტორია სეტუბალი" მესამე ლიგაში დააქვეითა, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ კლუბის სტადიონმა ლიცენზირება ვერ გაიარა.

თუმცა ვიტორიული კლუბი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს. ასევე, კლუბი პორტუგალიის ფეხბურთის მმართველ ორგანოს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს.

რაც შეეხება ქართველ მეკარეს, ისედაც დიდი ალბათობა იყო, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ "სეტუბალს" დატოვებდა და თუ ლიგის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, გიორგი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მომზადებულია maisfutebol.iol.pt-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
რატომაა მშვენიერი, ერთადერთი მაგ გუნდმა მისცა შანსი თავი გამოეჩინა.
ddgfdf
19:48 06-08-2020
1
თუ დატოვებს თავისუფალის სტატუსით ეს მშვენიერია
ბაჩი
17:08 06-08-2020
4

სიახლეები პოპულარული