"ბეშიქთაშის" ნაცვლად ნინუა საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში ითამაშებს

AutoSharing Option
ბერძნული პრესის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის, სალონიკის პაოკში განაგრძობს.

წყაროთა ცნობით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლაფ რებემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აბელ ფერეირამ ნახევარდაცვის გაძლიერების შესახებ გამართული შიდა დისკუსიის შედეგად არჩევანი ნინუაზე შეაჩერეს.

თურქულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ ნიკა "ბეშიქთაშის" ფეხბურთელი გახდებოდა, ბოლოს კი ტრანსფერს ხელი უცხოელების შესახებ არსებულმა ლიმიტმა შეუშალა.

დიდი ალბათობით, პაოკი ნინუას ტრანსფერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ქართველი ავსტრიელი შტეფან შვაბის შემდეგ გუნდის მეორე შენაძენი იქნება. პაოკს, რომლის მფლობელიცა და პრეზიდენტიც წალკაში დაბადებული ივან
სავიდი გახლავთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში ელის.

მკითხველის კომენტარები / 23 /
წმინდა საფეხბურთო გადმოსახედიდან რათქმაუნდა წინ გადადგული ნაბიჯი იქნება ეს ნინუსთვის მაგრამ მაინტერესებს ის ხალხი ვინც ჯანო ანანიძე გაკრიტიგა და ზოგიერთები შეურაწყობაზეც კი გადავიდნენ ფეხბურთელის რომელზეც კარგის მეტი არავის არ ეთქმის რომ რატომ არ ჩამოვიდა ჯანო და ბათუმის დინამოს ევროთასებზე რატომ არ დაეხმარა რატო წავიდა როტორშიო?? ნინუზე იტყვიან მაინტერესებს ზუსტად ლიგის თამაშების წინ მიდის კლუბიდან ამ ამ დინამოს აღზრდილი კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის თამაშების წინ ახლა აქვს იმას მნიშვნელობა ის რუსეთში წავა თუ საბერძნეთში ფაქტია მიდის ამ სიტუაციაში და ეს სწორი საქციელია რომლის საქციელი უფრო მძიმე ანანიძესი თუ ნინუასი ეს საზოგადოებამ გასაჯოს.
გელა
10 აგვისტო 2020 12:55
4
დინამოს მიკვირს ჩემპიონთა ლიგის თამაშები იწყება და ახლა უშვებენ გუნდიდან ერთ ერთ წამყვან ფეხბურთელს? ისედაც სჭირდება გუნდს გაძლიერება და კიდევ რომ დარჩენილიყო რაღაც პერიოდი ევროთასების თამაშების პერიოდში არ შეიძლებოდა?
ზურა
10 აგვისტო 2020 12:49
1
კარგი, გასაგებია, რომ მიდის უკეთეს გუნდში უკეთესი პირობებით, მაგრამ დინამოში ვინმე იმედისმომცემი მოყავთ საერთოდ? ყოველ წელს ჯგუფური ეტაპი აქვთ მიზანი და ამისთვის არის რაიმე პერსპექტივა? ეს მართლა გულშემატკივრის დაცინვაა და მეტი არაფერი
: )))))))
10 აგვისტო 2020 15:49
0
ფიფია დაგუპავს ამ ბიჰს რა საბერზნეტი
bajo
10 აგვისტო 2020 12:49
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული