ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძე სრულად გამოჯანმრთლედა

AutoSharing Option
როგორც ბელგიური საიტი voetbalprimeur იტყობინება, "გენტის" ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა სრულად მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის.

გამოცემის ცნობით, გუნდს უკრაინელი მცველი იგორ პლასტუნიც დაუბრუნდა, რომელმაც წინა შეხვედრაში სასქესო ორგანოს ტრავმა მიიღო. თუმცა, მთავარი ისაა, რომ "ბუფალოს" რიგებს ქართველი შემტევი მწყობრში დაუბრუნდა.

ავტორის თქმით, ჩაკვეტაძემ დიდი ხანი იწვალა ტრავმის გამო, თუმცა ახლა მზად არის და ეცდება "გლემკო არენას" ჯონათან დეივიდი დაავიწყოს.

"გენტი" დღეს, 15 აგვისტოს საკუთარ მოედანზე "კორტრიკს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
მიდი გიო ათამაშდი რა! ვისაც ნაკრები გვიყვარს ყველა შენ შემოგციცინებთ!
ბასკი
19:00 15-08-2020
0
ჰოდა, აქედან დასკნა: რა ჯობია კვარაცხელია ძირითადის შეუცვლელი რუბინში თუ ჩაკვეტაძე გენტის სათადარიგოშიც რომ არ არის?

კიდევ არის კითხცები?
ლევანი
21:19 15-08-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული