ჩაკვეტაძე "ანტვერპენთან" მატჩის განაცხადშია, ქვილითაია - არა

AutoSharing Option
22 აგვისტოს "გენტი" ბელგიის ჩემპიონატის მესამე ტურში გასვლაზე "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.

გუნდის ახალმა მწვრთნელმა, 67 წლის რუმინელმა ლასლო ბოლონიმ მატჩის განაცხადში შეიყვანა გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ არის.

"გენტი" პირველ ორ ტურში დამარცხდა (სენტ-ტრუიდენთან და კორტრიკთან), მწვრთნელი იეს ტორუპი გადააყენეს, ქართველებს კი ჯერ არ უთამაშიათ.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
6 თავდამსხმელი ჰყავს გენტს სა მე7 დაიმატეს ახლა უსერიოზულესი კონკურენცია ამ პოზიციაზე და ჩაკვეს ახლა კაი დრო აქვს მის პიზიციაზე სერიოზული კონკურენტები არ ჰყავს და ახლა უნდა მაქსიმალურქდ მოინდომოს რომ ჩაჯდეს ძირითადში წარმატებები
2
ფეხბურთელებმა უნდა მოიდომონ მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ ვარჯიშებზე და მოაწონონ თავი ახალმწვრთნელს რომ მისცეს სათამაშო დრო ისინი ევროპელები არიან სულ სხვანეირად აფასებენ ფეხბურთელებს შინაურობით ძმაკაცობით არ ხდება იქ მწვრთნელისთვის მთავარია შედეგი და ისეთი ფეხბურთელი სჭირდება ვისშიც დარწმუნებულია, რომ შედეგს მოუტანს მწვრთნელისთვს სულ არ ადარდებს საქართველოს ნაკრების პრობლემები და თუ ფეხბურთელები არ მოინდომებენ და არ დაიხარჯებიან ბოლომდე არც ეს მწვრთნელი მისცემს შანს ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული იგივე ტორუპი მე 2 ადგილზე გაიყავანა გუნდი ჩემპიონატში ევროპა ლიგის ჯგუფიდან გაიყვანა გუნდი პლიუს მის ხელში გაიზარდა ისეთი ფეხბურთელი ვინც მილიონები მოუტანა კლუბს მაგრამ მაინც გაუშვეს თანამდებობიდან 2 წაგებული თამაშის გამო რადგან დაკარგა ნდობა ისინი პროფესიონალები არიან და ემოციებით არ ხელმძღვანელობენ.
ზურა
13:21 22-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული