ბოლონიმ ჩაკვეტაძე წინასამატჩო განცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
30 აგვისტოს, ბელგიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "გენტი" "მეხელენს" უმასპინძლებს. წინასამატჩო განაცხადში "გენტის" მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შეიყვანა, თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კი განაცხადს მიღმა დატოვა.

ჩაკვეტაძემ "ვილემთან" ამხანაგური შეხვედრა კარგად ჩაატარა, გოლიც გაიტანა და იმედია, რუმინელი სპეციალისტი შანსს მისცემს. მით უმეტეს, "გენტს" ნამდვილად არ ულხინს - სტარტზე სამივე მატჩი წააგო და აუტსაიდერია.

"გენტისა" და "მეხელენის" დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან კარგია თუ უბრუნდება ძირითადს. ახლა სასწრაფოდ ჩაკვეს ფორმაში შესვალა გვინდა და მერე ვნახოთ ჩაკვეს, ხვიჩას, კიტეიშვილს და ზურას ბელორუსები რას მოუხერხებენ. იმედია ძირითადს მყარად დაუბრუნდება ჩვენი გიო და პრაქტიკა აღარ მოაკლდება ოქტომბრამდე. წარამტება და გამარჯვება ჩაკვეს.
G.LA
19:37 28-08-2020
3
იმედია მთელ მატჩს თუ არა, 1 საათს მაინც მისცემს ...
ტარიელი
19:23 28-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული