კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში "ანორთოსისმა" დაძაბულ ბრძოლაში გასვლაზე "პაფოსს" 1:0 სძლია.
გიორგი ლორიამ (90+3-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო), ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ნიკა კაჭარავა სასტარტოში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.
52-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რასაც ფამაგუსტური გუნდის ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა, რადგან ისინი მიიჩნევდნენ, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ბრაზილიელი ნახევარმცველის ანგულოს შესრულებული თერთმეტმეტრიანი ლორიამ მოიგერია.
90-ე წუთზე კი პენალტი უკვე მასპინძელთა კარში დაინიშნა, რომელიც ოქრიაშვილმა ზუსტად შეასრულა, "ანორთოსისმა" სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 12 სექტემბერს "ომონიას" უმასპინძლებს.