მე კიდევ ვიბრძოლებ ჩემპიონობისათვის
- "ხიმკისთან" სტუმრად აღებული ქულა ნორმალურია, მაგრამ რა თქმა უნდა, მეტი გვინდოდა. ეს გუნდი ჩვენი პირდაპირი კონკურენტია. ვთვლი, რომ საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში ცოტა ცუდად, სწრაფი გოლი გავუშვით.
- "როტორს" უჭირს, რადგან ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელია?
- ვერ ვიტყვი, რომ გვიჭირს. ჩვენს გუნდში ბევრი ფეხბურთელი ძალიან გამოცდილი არ არის. წინ სანაკრებო პაუზაა და მუშაობისთვის დრო გამოჩნდება. ახლა პრობლემა
- ბოლო რამდენიმე წელიწადი თქვენ პირადად ჩემპიონობისთვის იბრძოდით, ახლა კი გავარდნის ზონაში იმყოფებით. ეს გძაბავთ?
- არა, მე ყველაფერი წინ მაქვს, კიდევ ვიბრძოლებ პირველი ადგილისათვის. უბრალოდ ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მე თამაში მჭირდებოდა. ნელ-ნელა ფორმაში ვდგები. "როტორში" იჯარით ზამთრამდე ვარ, დრო გვაჩვენებს, მომავალში რა და როგორ იქნება.
- რატომ მაინც და მაინც „როტორი“? სხვა ვარიანტებიც ხომ იყო.
- ვერ გეტყვით. აქ ჩემი ბევრი მეგობარია, ალბათ, ამიტომ. აქ ადაპტირება ადვილია.
- "როტორში" ბევრი ქართველები ხართ. ეს როგორ გამოვიდა?
- არ ვიცი. ეს მწვრთნელმა უფრო იცის.
- ამბობენ, აქ ერთი აგენტის, მამუკა ჯუღელის გარეშე არაფერი არ მოხდა, რომელმაც ყველა ქართველები ერთად შეგკრიბათ.
- მწვრთნელს რომ არ უნდოდეს, აგენტი ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ე.ი. ხაცკევიჩსაც სურდა, რომ ქართველები აქ შევკრებილიყავით. მე ჩემი არჩევნით კმაყოფილი ვარ. კარგი ქალაქია, შესანიშნავი სტადიონი, ვოლგოგრადელებს ძალიან უყვართ ფეხბურთი. კარგი შედეგისთვის ყველა პირობები არსებობს.
სიომინი წავიდა და ყველაფერი დასრულდა...
- ზაფხულში "ლოკომოტივმა" 31 წლის ცენტრალურ მცველ სლობოდან რაიკოვიჩს გაუფორმა კონტრაქტი. ეს უცნაურად არ მოგეჩვენათ?
- ახლა "ლოკომოტივზე" ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან "როტორის" ფეხბურთელი ვარ. აიყვანეს და აიყვანეს. გამოდის, მწვრთნელმა და ხელმძღვანელებმა ასე გადაწყვიტეს.
- გასული სეზონის მეორე ნახევარში ისე მოჩანდა, რომ "ლოკოს" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდით. რა მოხდა შემდეგ?
- დიახ, დავბრუნდი და ყველაფერი ნორმალურად იყო. მერე სიომინი წავიდა, ახალი მწვრთნელი მოვიდა და მორჩა...
- ნიკოლიჩს თავისი გადაწყვეტილება არ აუხსნია?
რა უნდა ვთქვა? როდესაც 5-6 მატჩში სათადარიგო ხარ, ყველაფერი ნათელი ხდება. წასვლა და თამაშია საჭირო. არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს. მე თვითონ მივედი ხელმძღვანელობასთან და ვუთხარი, რომ თამაში მინდა. ამიტომ ვარ „როტორში“.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ლოკომოტივიდან" წასვლის გამო აღარ გათამაშებდნენ. ამის შესახებ გაიგეთ?
- ეს სისულელეა. უბრალოდ ტრავმა მქონდა, წლის დასაწყისში შეკრებაზე მოვირჩინე, მერე "ზენიტთან", "ახმატთან" და "როსტოვთან" ვითამაშე და დაიწყო კორონავირუსი. ჩემპიონატზე პაუზის შემდეგ სიომინი წავიდა და თავადაც ნახეთ, რაც მოხდა.
- როგორ აღიქვით სიომინის წასვლა?
- მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ის ჩემთვის ლეგენდაა. მე ის მიყვარს, პატივს ვცემ და სიცოცხლის ბოლომდე მისი პატივისმცემელი ვიქნები. ყველაფერ იმას, რაც მან გამიკეთა, არასოდეს არ დავივიწყებ. მე მასთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს და ეს არასოდეს არ შეიცვლება.
- ერთმანეთს ურეკავთ ხოლმე?
- რა თქმა უნდა, სიომინი ჩემთვის ცოცხალი ლეგენდა და "ლოკომოტივში" ყველაზე პატივცემული ადამიანია.
- ამბობენ, "ლოკომოტივში" წონასთან დაკავშირებით პრობლემები წარმოგეშვათ.
- რასთან დაკავშირებით?
- ზედმეტ წონასთან.
- ასეთი რამ არ ყოფილა. შეიძლება შეკრებაზე 2-3 კილოგრამი მომატებული მქონდა, მაგრამ სეზონისას ყოველთვის ფორმაში ვიყავი.
- თქვენს მომავალს "ლოკომოტივს" უკავშირებთ, თუ ეს კვე განვლილი ეტაპია?
- ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.
- უბრალოდ, თქვენი კონტრაქტის დასრულებამდე ერთ წელიწადზე ნაკლები დარჩა.
- და მერე რა? ვნახოთ, რა იქნება. მსოფლიოში ბევრი გუნდია, მარტო "ლოკომოტივი" კი არ არის. ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული: უნდათ თუ არა ჩემი უკან დაბრუნება? თუ არა, არც მე მინდა. იქ სათადარიგოთა სკამზე აღარ დავჯდები. ეს 100%-ით ასეა.
"როტორის" მწვრთნელი კვირკველიას პენალტზე: "სპარტაკის" ფეხბურთელს "ოსკარი" ეკუთვნის [VIDEO]
კიკნაძე კვირკველიას "როტორში" გაბრწყინებას ელის
სიომინი: კვირკველია გასაოცარი იყო - კვარაცხელიას გამო კლუბს კიკნაძემ დიდი ზიანი მიაყენა
სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს - ის დროა, კვირკველიამ "ლოკომოტივი" დატოვოს