ჩაკვეტაძის გამოუყენებელი მომენტი, არდანიშნული პენალტი და "გენტის" პირველი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "გენტმა", როგორც იქნა, გაიმარჯვა - საკუთარ მოედანზე "მეხელენს" 1:0 მოუგო.

მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ტრავმამორჩენილი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუშინ 21 წლის გახდა, ძირითად შემადგენლობაში დააყენა. "ჩაკვეს" პირველი ნახევრის მე-15 წუთზე გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, ცოტა ძლიერი დარტყმა რომ გამოსვლოდა, კიპერი, წესით, უძლური იქნებოდა...


56-ე წუთზე კი ქართველმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, რადგან მსაჯმა ჩათვალა, რომ პენალტის მოთხოვნის გამო სიმულაციას ჰქონ
და ადგილი. ბელგიური გამოცემების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ჩაკვეტაძე მცველმა ტიბო პეირემ საჯარიმოში წააქცია და თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. თავად განსაჯეთ...



გიორგი 73-ე წუთზე რომან ბეზუსმა შეცვალა, იქამდე კი მშვენიერი დრიბლინგი აჩვენა, რომლის ბოლოს დაამტვრიეს...


გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იყო.

გამარჯვების გოლი 36-ე წუთზე რომან იარემჩუკის პასით ანდერსონ ნიანგბომ გაიტანა.

"გენტი" 3 ქულით მე-14 ადგილზეა და 11 სექტემბერს გასვლაზე "ეუპენს" დაუპირისპირდება.

ჩაკვეტაძე და ქვილითაია საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ერთა ლიგის ორი უახლოესი მატჩისთვის გამოიძახა.



მკითხველის კომენტარები / 22 /
ძლივს ვუყურე თამაშს, ერთ საათიანი წვალების მერე გუგლის მე-5 გვერდზე წავაწყდი ლაივ სტრიმს.
ისე მაგრად ტეხავს რაღაც უაზრობებს რომ აჩვენებენ ჩვენი არხები ამ ბიჭის თამაშს მაინც გვაყურებინონ ხოლმე.
წარმატებები გიოს, ჩვენს ნაკრებს და ყველა ერთგულ გილშემატკივარს.
ირაკლიუსი
01:15 31-08-2020
1
იმედია გამარჯვებულ შემადგენლობას აღარ შეცვლის და გიორგისაც ბევრი შანსი მიეცემა!!!
რომელუ
00:45 31-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული