ვის დაუპირისპირდებიან ქართველი ლეგიონერების გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები და შესაბამისად, იმ გუნდების ვინაობაც, რომლებსაც ქართველი ლეგიონერების კლუბები დაუპირისპირდებიან.

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტის" მეტოქე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიის ჩემპიონატს ვერცხლისპრიზიორი ვენის "რაპიდი" იქნება. აღსანიშნავია, რომ ქვილითაია თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ნიკა ნინუას პაოკ-ს საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა და პორტუგალიის პრიმიერა ლიგის მეორეადგილოსან "ბენფიკასთან" მოუწევს დაპირისპირება.

რაც შეეხება ლაშა დვალის "ფერენცვაროშს", უნგრეთის ჩემპიონის მეტოქე ზაგრების "დინამო" იქნება.

აქვე ვთქვათ, გიორგი წიტაიშვილის კიევის "დინამო" "აზ
ალკმაარს" საკუთარ კედლებში მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერების სამივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას საშინაო არენაზე გამართავს. მატჩები 15-16 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ქვილითაია თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებსო... რა კუში აქვს ნეტა ქვილითაიას თამაშს..
მევარმე
17:33 31-08-2020
2
წიტაიშვილი საიდანაა ქართველი ლეგიონერი? :)))
ფსშვიუ
17:25 31-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული