ათამაშებს თუ არა ბოლონი ჩაკვეტაძესა და ქვილითაიას "ალკმაართან"?

AutoSharing Option
"გენტმა" ბელგიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "მეხელენის" დამარცხების შემდეგ (1:0) ხასიათი ოდნავ გამოიკეთა, გუნდის მწვრთნელი ლასლო ბოლონი კი ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია და მიუხედავად მჭიდრო კალენდრისა, 3 სექტემბერს შეგირდებს "ალკმაართან" ამხანაგურ მატჩში გამოსცდის.

ჯერ ცნობილი არ არის, თუ ვის იხმობს რუმინელი სპეციალისტი ნიდერლანდებში, მაგრამ შეხვედრის "აფიშაზე" გიორგი ჩაკვეტაძეა გამოსახული, რომელმაც "მეხელენთან" ურიგოდ როდი ითამაშა. საინტერესოა, მისცემს თუ არა გუნდის თავკაცი თავის გამოჩენის შესაძლებლობას გიორგი ქვილითაიას. თუმცა ისმის ლოგიკური კითხვა - 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ ტურში სტუმრად ესტონეთს ეთამაშება და
როგორ მოხერხდება მათი "ალკმაართან" მატჩში მონაწილეობის მიღება?

სანაკრებო პაუზის მერე "გენტი" 11 სექტემბერს გასვლაზე "ეუპენს" დაუპირისპირდება, ხოლო 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის "რაპიდს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კიმარა ჩაკვეტაძე ნაკრებთან ერთად არ იქნება 3 სექტემბერს?ქვილითაიაც,როგორ ითამაშებენ,რაა ამათაც არ უშვებენ?
master
22:44 01-09-2020
1
ძალიან მჭიდრო გრაფიკია. საინტერესოა რამდენი ქართველი ფეხბურთელი გაუძლებს ასეთ დატვირთვას?
მენტალური მომზადების ცენტრი
21:59 01-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული