"ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება" - გიორგი არაბიძე "ნასიონალიდან" ჯერჯერობით არ მიდის

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ნასიონალის" შემტევი გიორგი არაბიძე ჯერჯერობით პორტუგალიურ გუნდში რჩება. ამის შესახებ Sportall.ge-ს ინფორმაცია ფეხბურთელის დედა ლელა ბრეგვაძემ მიაწოდა.

როგორც იცით, 3 სექტემბერს A Bola-მ დაწერა, რომ ჩვენებური რამდენიმე საათში თურქულ ან უკრაინულ რომელიმე კლუბში გადაბარგდებოდა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა.

ფეხბურთელის დედამ განგვიცხადა, რომ ჯერჯერობით არცერთ კლუბთან მოალაპარაკებას არ აწარმოებენ.

აქვე გეტყვით, რომ არაბიძე გასულ სეზონში იჯარის წესით "ადანასპორში" თამაშობდა, მაგრამ ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაუკეთეს.

მას "ნასიონალთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მე მჯერა შენი გიო. მჯერა ნაკრებში ლიდერი გახდები.
ზაზა
18:02 04-09-2020
2
მიბაძოს კვარას
ბაჩი
17:15 04-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული