კვარაცხელიამ "ჩაყვინთა", პენალტი არ იყო - ამტკიცებს "დინამოს" მწვრთნელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Одна атака в первом тайме привела к позиционной ошибке, но здесь у меня возникает большой вопрос по пенальти. На мой взгляд, игрок «Рубина» сначала начал нырять, и уже потом произошло это касание. Моё мнение: пенальти в наши ворота не было, но это не отступление. Мы занимаемся своей игрой, поэтому удаление немного сломало нас.

Подробнее на «Чемпионате»:
https://www.championat.com/football/news-4133409-novikov-penalti-ne-bylo-igrok-rubina-snachala-nyrjal.html?utm_source=copypaste
Одна атака в первом тайме привела к поз
иционной ошибке, но здесь у меня возникает большой вопрос по пенальти. На мой взгляд, игрок «Рубина» сначала начал нырять, и уже потом произошло это касание. Моё мнение: пенальти в наши ворота не было, но это не отступление. Мы занимаемся своей игрой, поэтому удаление немного сломало нас. Подробнее на «Чемпионате»: https://www.championat.com/football/news-4133409-novikov-penalti-ne-bylo-igrok-rubina-snachala-nyrjal.html?utm_source=copypaste
რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას მონადირებული თერთმეტმეტრიანით 1:0 დაამარცხა "დინამო". ნამატჩევს დედაქალაქური გუნდის მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა განაცხადა, რომ პენალტი არ იყო:

"პირველ ტაიმში ერთმა შეტევამ პოზიციური შეცდომა გამოიწვია, მაგრამ მე აქ პენალტთან დაკავშირებით დიდი კითხვა მიჩნდება. ჩემი აზრით, "რუბინის" ფეხბურთელმა ჯერ "ჩაყვინთა", კონტაქტს კი შემდეგ ჰქონდა ადგილი. თერთმეტმეტრიანი არ იყო".

საპირისპირო მოსაზრება გამოთქვა ყაზანური გუნდის თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ:

"მე მომეჩვენა, რომ ხვიჩას არ "ჩაუყვინთავს", ეს წესების დარღვევა იყო. ეპიზოდი ვიდეოგამეორებაზე გადაამოწმეს. მომენტი გამეორებაზე არ მინახავს, მხოლოდ დინამიკაში ვნახე. დინამიკაში მომეჩვენა, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ვიდეოგამეორებამ დაადასტურა".

მომენტი მსაჯმა იგორ ფედოტოვმა გაარჩია: "ორდეცმა მადლობა უნდა უთხრას არბიტრს, რომ მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. პენალტზე კითხვები არ მაქვს. თავიდან კონტაქტი არ არის, მაგრამ შემდეგ "რუბინის" მოთამაშე წინ აკეთებს მოძრაობას, ორდეცი ფეხს სწევს, რის შემდეგაც კონტაქტი ხდება. გამოდის, ორდეცს ბურთზე არ უთამაშია და ფეხი ასწია, რის შემდეგაც კონტაქტი მოხდა. ეს ფოლია, ვარიანტების გარეშე. ყვითელი ბარათიც უნდა ეჩვენებინა. რომ არა კონტაქტი, "რუბინის" ფეხბურთელი თავისუფლად გადიოდა კარისაკენ. ორდეცმა პერსპექტიული შეტევა შეაჩერა".

მკითხველის კომენტარები / 21 /
კირილ ნივიკოვი,იმ ნოვიკოვის ვაჟია,თვითონ რომ რუსეთის რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების მიხედვით და აგრეთვე ფეხბურთიდან ინვალიდის მოწმობით გასტუმრებულების რიცხვით.ნამდვილი ყასაბი იყო და ვლადიმერ გუცაევიც არაერთხელ დაუმტვრევია.ფეხებში ჩავარდნის შემდეგ,ფეხით ბურთს კი არ უმიზნებდა,არამედ ერთი ფეხი,გუცაევის მუხლებისკენ ჰქონდა ხოლმე დამიზნებული,მეორე კი მაღლა აწეული,მუცლის დონეზე.მასზე გადახტომა არავის გამოსდიოდა,გვერდიდან შემორბენა კი,ძალიან რთული იყო.მსაჯი თითქმის ყოველთვის რუსი იყო და მას ყველაფრის ნებას აძლევდნენ.ნიკულინი,ნოვიკოვი,მახოვიკოვი,განთქმული მჩეხავები იყვნენ.ვლადიმერ გუცაევს,საავადმყოფოს პალატაში,3 წელზე მეტი აქვს გატარებული,კარიერის განმავლობაში.აქ კი,პენალტი ნამდვილად იყო.ხვიჩამ ბურთს ფეხი წაარტყა და მცველი უკვე მის ფეხს წამოედო
სოსო
13 სექტემბერი 2020 22:44
0
ნამდვილი "პენალტმეიკერია" და ამის "მაესტროა', ნამდვილად პენალტია, ოღონდ ეს ხვიჩამ წამოიკიდა და ძალიან ოსტატურად აკეთებს. სისტემატურად ახერხებს, რომ დაარღვევინოს მცველს საჯარიმოში.

შედის სისწრაფეზე, ბურთს სულ ბოლო მომენტში აცლის მცველს და ისიც თავს ვეღარ იკავებს და ჩეხავს ხვიჩას. არ უნდოდა ჯარიმა მააგრამ აშკარად წააქცია, ეგონა ბურთზე ითამაშებდა, მგრამ გამოსდო ხვიჩას და პენალტია. არვ გაუპრტესტებია და მწვრთნელმა მამისს მიხედოს.

ეგრე ხვიჩა, გუცაევი მონაგონია ისე ახერხებ! ნაღდს აკეთებინებ!
იდალგო
13 სექტემბერი 2020 22:26
0
ეს იყო კლასიკური პენალტი, როცა თავდამსხმელი ბურთს ადრე ეხება, ვიდრე დამცველი. რა ბედნიერებაა სსრკ რომ დაინგრა და შორს რომ არიან ეს ღორები.
??????
13 სექტემბერი 2020 22:16
2
უფრო ახლოს რანაირად არიან, საბჭოთა საქართველოს არ აკონტროლებდა საბჭოთა არმია? თუ საკუთარი გვყავდა
გოგი
14 სექტემბერი 2020 07:49
0
ახლა უფრო ახლო არიან, ვიდრე მაშინ სულ რაღაც 30კმ-ში
დავით
14 სექტემბერი 2020 00:30
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული