ახალმა მწვრთნელმა ჩაკვეტაძე "რაპიდთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
15 სექტემბერს "გენტი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ვენის "რაპიდს" უმასპინძლებს.

"გენტის" ახალმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში შეიყვანა. განაცხადში დააბრუნეს აგრეთვე თავდამსხმელი რომან იარემჩუკი, რომელთანაც კონფლიქტის გამო, ფაქტობრივად, სამუშაოდან დაითხოვეს მწვრთნელი ლასლო ბოლონი.

დე დეკერი და მისი თანაშემწე პიტერ ბალეტი კლუბის სტრუქტურაში უკვე 4 წელია მუშაობენ, ჩაკვეტაძეს შესანიშნავად იცნობენ და წესით, მისდამი დამოკიდებულება არ უნდა შეიცვალოს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდი იმედი მაქვს ძირითადში იქნება გიორგი .რაპიდის სახით სხვები თან შედარებით კარგი მეტოქე ჰყავთ ,მაგრამ გენტი სტარტზე ძაან ცუდად თამაშობს და იმედია ამ თამაშს მოიგებს დამაჯერებლად.
გიო
00:07 15-09-2020
0
მოკლედ სადამდე დავეცით,გენტის განაცხადში ჩვენი ერთერთი ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელის გამოჩენას ოვაციებით ვხვდებით.გენტის განაცხადში ხალხო!!!!!! SOS!!!
ალექსი
09:35 15-09-2020
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული