თბილისის დროით 22:30 საათზე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დაიწყება "გენტსა" და ვენის "რაპიდს" შორის.
"გენტის" ახალმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. სასტარტოში დააბრუნეს უკრაინელი თავდამსხმელი რომან იარემჩუკი, რომელიც ტრანსფერზე დაყენებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, დე დეკერმა გუშინ გადაყენებული ლასლო ბოლონი შეცვალა. ის აქამდე მწვრთნელის ასისტენტი იყო, კლუბის სტრუქტურაში კი უკვე 4 წელია მუშაობს.