ჩაკვეტაძემ პენალტი მოიპოვა და ტრავმა მიიღო - "გენტმა" "რაპიდს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ვენის "რაპიდი".

36-ე წუთზე ნიკლას დორშმა მასპინძლები დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე ჩაკვეტაძე 60-მეტრიანი დრიბლინგის შემდეგ საჯარიმოში 19 წლის ცენტრალურმა მცველმა ლეო გრიემლმა წააქცია, მერე მეკარესაც შეეჯახა და პენალტი რომან იარემჩუკმა გაიტანა. სამწუხაროდ, გიორგიმ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ჩაკვეტაძის ტრავმა.

შეცვლაზე შესულმა იუსუფ დემირმა 90+3-ე წუთზე ანგარიშის სხვაობა შეამცირა და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

"გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიევის "დინამოს" შეხვდება,
რომელმაც "ალკმაარს" 2:0 მოუგო.

შემდეგ ეტაპზე გავიდა სალონიკში "ბენფიკას" მძლეველი (2:1) პაოკიც, რომლის ახალწვეული ნიკა ნინუა სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
როგორც ჩანს მუხლი არ უტკენია, წვივში მოხვდა მეკარის მუხლი, ღმერთმა დაიფაროს და თუ მოტეხილი არ აქვს მგონი ბელორუსების დამარცხებაში დაგვეხმარება.
mdaaa
16 სექტემბერი 2020 01:07
0
იმედია ჩაკვე მალე მორჩება ლიგის ჯგუფშიც გავა
macbook pro
16 სექტემბერი 2020 00:39
0
ვნახოთ რას იტყვის გამოკვლევა, როგორც იქნა შედიოდა ფორმაში ჩაკვე და ტრავმა!!! ჩაკვეს გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ოქტომბრის თამაშებში, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და ძალიან საჭიროა ფეხბურთლია.
zaza
16 სექტემბერი 2020 00:38
3
ჩაკვეტაძე ოდნავ შეხებაზე თუ თამაშს ვეღარ აგრძელებს, მაშინ ამ კაცის მაგარ ფეხბურთელობაზე ილუზიებს ნუღარ შევიქმნით.
დაT
16 სექტემბერი 2020 11:22
17
Iqit kvaram aqet chakvem tamashis gagrdzeleba ver shedzles. Mokled ra jobs ver gaigeb praqtika tu dasveneba
Irakli
16 სექტემბერი 2020 00:39
0
Gentis ofic ssitze dsvwere gsmokvleva cautardeba ityvian seriozuli ar unda iyoso kuntiao fexs ver martavdao
Amiko
16 სექტემბერი 2020 00:58
0
ძალიან სამწუხაროა, ისეთი ტკივილით და ხელში აყვანილი გაიყვანეს, რომ ვშიშობ სერიოზულადაა საქმე. უკვე იმას აღარ ვდარდობ ბელორუსს რომ გამოტოვებს. ამ ასაკში ასეთი ტრამვები არ ვიცი რა ვინ დათარსა.
rati 74
16 სექტემბერი 2020 00:57
4
შიშობდნენ, რომ მუხლის ტრავმა მიიღო, მაგრამ სავარაუდოდ, ფეხის უკან კუნთის (კანჭის ტყუპი კუნთის) ტრავმაა. სერიოზული ტრავმა არ უნდა იყოს, თუმცა აღდგენას მინიმუმ ერთი თვე მაინც უნდა ალბათ... სამწუხაროა.
Georgian
16 სექტემბერი 2020 02:34
4
Arsa seriozuli fagegili da gasiebulia zeg iqneba daskvna gentis ofic ssiti.gmerti magalia
Amiko
16 სექტემბერი 2020 01:57
3
Muxli an kuti gmeto usjvele
Amiko
16 სექტემბერი 2020 00:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული