"გენტში" ჩაკვეტაძის მძიმე ტრავმას ეჭვობენ

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა nieuwsblad-ის ინფორმაციით, "გენტში" ეჭვობენ, რომ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა მოსალოდნელზე უფრო მძიმე შეიძლება გამოდგეს.

წყაროს ცნობით, 21 წლის ნახევარმცველს, შესაძლოა, აქილევსის მყესი ჰქონდეს დაზიანებული და ამის კლუბში ძალიან ეშინიათ. სწორედ შიშების გასაქრობად ახალგაზრდა ქართველს დღეს, 16 სექტემბერს დამატებით გამოკვლევას ჩაუტარებენ და საბოლოო დიაგნოზიც ცნობილი გახდება.

გასულ წელს გიორგიმ მუხლის მძიმე ტრავმის გამო თითქმის ვერ ითამაშა, ბოლო შეხვედრებში კი ფორმას იუმჯობესებდა. იმედია, ნიჭიერ ქართველს სერიოზული არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
აქილევსის მყესი რომ იყოს 3 დღე მაგის დადგენას არ დაჭირდებოდა.
ყველაფერი კარგად იქნება, დაჟეჟილობაა კუნთის სავარაუდოდ და 2 კვირა დაისვენებს გიო.

კუნთმა მეტი წონა უნდა აიღოს და გამაგრდეს ასეთი რამე რომ არ განმეორდეს

P.s.
1 გოლი ბელარუსების და 2 გოლი არმენიას კარში შენზეა ჩაკვე!
დიდგორელი
19:26 16-09-2020
3
აქ საქართველოში არიან უნიჭო სპეცმომზადების სპეციალისტები, ყველა ქართველი ფეხბურთელი როგორ ტრავმისკენაა მიდრეკილი,,,
irakli
19:00 16-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული