ოთარ კაკაბაძე "ტენერიფეში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველმა ოთარ კაკაბაძემ "ლუცერნი" დატოვა "ტენერიფეში" გადავიდა, - ამის თაობაზე ინფორმაციას კანარის კუნძულების კლუბის საიტი ავრცელებს.

"ტენერიფე" კაკაბაძეს სიხარულით მიესალმა, ფეხბურთელიც ძალიან გახარებულია და კლუბის საიტს კასტილიურად მიმართა:

"ესპანეთში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. "ტენერიფე" შესანიშნავი გუნდია. ფიზიკურად კარგად ვარ მზად. "ლუცერნში" და ნაკრებშიც ვითამაშე. ახალ გუნდს 100%-ით შემიძლია დავეხმარო. მე თავის გამოჩენის შესანიშნავი შანსი მომეცა".

შეგახსენებთ, ოთარი 2016-2018 წლებში ესპანურ "ხიმნასტიკში" ასპარეზობდა.

2 ტურის შემდეგ "ტენერიფე" სეგუნდა დივიზიონში 3 ქულით მეცხრე ადგილზეა და 27 სექტემბერს "მირანდესს"
უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩისკომ რა თქვა წაგებაზე? რით ახსნეს ეს საუკუნის სირცხვილი? არავინ აპირებს რომ საზოგადოებას მოუბოდიშოს?
რომელუ
23:38 25-09-2020
4
კარგი ხოშიანი ფეხბურთელია.წარმატებები ოთარს!
goga
23:25 25-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული