ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"გენტის" 21 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან დაეხმარება, ამის შესახებ Sportall.ge-ს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა ლაშა ჯაკობიამ მიაწოდა.

როგორც მან გვითხრა, ჩვენებურმა დღეს ფეხზე სურათი გადაიღო, სადაც გამოჩნდა, რომ ყველაფერი კარგადაა. უფრო მეტიც, გიორგი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ხვალ "გენტის" განაცხადშიც იქნება, სადაც მისი გუნდი "ბრიუგეს" შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს ვენის "რაპიდთან" დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც 59-ე წუთზე შეცვალეს.

რაც შეეხება საქართველოსა და ბელარუსიის ნაკრების მატჩს, ის 8 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ცუდია ეს თამაშები რო გაუცდა ძაან ცუდია. ცოტა შევიდოდა ფორმაში. ახლა არ დააყენებს ძირითადში ვაისი. ვაკო კიტესა არიან და არ დააყენებს. უკან კვეკვეს დატოვებს. მაგრამ მიდი გიო. დადექი ჯანზე მომავალი წინაა შენი
ზაზა ნ
05:52 04-10-2020
0
ქეცბაიას და ანორთოსისის წევრებს რატომ ახსენებთ ირონიულად?
bondo
00:12 04-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული