ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"გენტის" 21 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან დაეხმარება, ამის შესახებ Sportall.ge-ს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა ლაშა ჯაკობიამ მიაწოდა.

როგორც მან გვითხრა, ჩვენებურმა დღეს ფეხზე სურათი გადაიღო, სადაც გამოჩნდა, რომ ყველაფერი კარგადაა. უფრო მეტიც, გიორგი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ხვალ "გენტის" განაცხადშიც იქნება, სადაც მისი გუნდი "ბრიუგეს" შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს ვენის "რაპიდთან" დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც 59-ე წუთზე შეცვალეს.

რაც შეეხება საქართველოსა და ბელარუსიის ნაკრების მატჩს, ის 8 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რაც მალე გადავა სხვა გუნდში მით უკეთესი იქნება
ალეკო
14:49 03-10-2020
1
დავაი გიო, როგორც თევზს წყალი ისე სჭირდები 8-ში ჩვენს ნაკრებს! კვარა-ჩაკვე-კიტე ეს სამი კაცი გადაწყვეტს თამაშის ბედს. დასქრინეთ ეს კომენტარი და შეინახეთ.
dzeke
18:34 03-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული