კვარაცხელია გაზაევმა აღიარა - მისმა ფასმა 2-3 მილიონით მოიმატა

AutoSharing Option
championat-ისთვის სახელმწიფო დუმის ეროვნებათა კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი გაზაევმა, ტრადიციულად, ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა და "ახმატთან" მატჩში მისი გოლი ასე შეაფასა:

"მე-10 ტურში კვარაცხელიამ მარტომ გააკეთა "რუბინის" გოლი "ახმატთან", ძალიან მაგრად ატყუებდა ფლანგზე და ამწვავებდა თამაშს".

БИЗНЕС Online-მა ისევ შეაქო ხვიჩა:

"მხოლოდ კვარაცხელიას ულამაზესი გოლის წყალობით მიაღწია "რუბინმა" ფრეს. ახლა ყველა მასთან პერსონალურად სათამაშოდ ემზადება. ხვიჩა "რუბინის" ყველაზე ფეთქებადი ფეხბურთელია, რომელსაც ეპიზოდების გადაწყვეტა მარტოს შეუძლია.

ხვიჩამ მისთვის დამახასიათებლად განიზრახა, ყველაფერი თავად გადაეწყვიტა, მაგრამ ეს სიტუაციამ განაპირობა.
მხოლოდ კარში დარტყმაღა სჭირდებოდა: მახვილი კუთხიდან თითქმის იდეალურად დაარტყა ზედა შორეულ კუთხეში.

მსგავსი გოლი "როტორს" გასულ ტურში გაუტანა, თუმცა ეს უფრო რთული იყო: გარბენი საკუთარი საჯარიმოდან, ბურთის ართმევა მოედნის ცენტრში, მცველის ვარდნისგან გაქცევა და შესანიშნავი დამაგვირგვინებელი დარტყმა. ასე დამაჯერებლად აქამდე არ უთამაშია და ასეთი გოლი - უკვე პლუს 2-3 მილიონი ევრო ლეგიონერის დიდ სატრანსფერო ღირებულებას.

თუმცა ამას "რუბინის" მთავარ პრობლემასთან მივყავართ. გუნდის მთელი სისტემა იმაზე ხდება დამოკიდებული, წაუვა თუ არა ხვიჩას თამაში. რომ არა ქართველი, ყაზანელებს თავისუფლად შეეძლოთ წაეგოთ.

კვარაცხელია კვლავ მატჩის MVP გახდა და პირადი ჯილდოების მოგროვებას აგრძელებს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი ხართ, გვკიდია, მარა ვალერას იქ სიტყვა ეთქმის, თან მართველი პარტიიდანაა დეპუზტატი, რპლ ლეგენდაა და ა.შ.
gela
18:26 06-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული