ბელგიიდან უნგრეთის "უიპეშტში" დაბრუნებულმა 23 წლის ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ პირველ ორ მატჩში გამოიჩინა თავი.
ის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ფეჰერვართან" გასვლაზე წაგებული მატჩის (1:5) 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90+2-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა. შემდეგ კი სტუმრად თასის პირველი ეტაპის შეხვედრაში მესამე ლიგის "ივანჩასთან" (4:0) დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 1/32-ფინალში გასვლაში დაეხმარა.
"უიპეშტი" ჩემპიონატზე 7 ქულით მე-9 ადგილზეა და 17 ოქტომბერს "მეზოკოვეშდს" უმასპინძლებს.