სენსაცია - კვარაცხელიას "რუბინმა" პეტერბურგში ლიდერ "ზენიტს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში "რუბინმა" გასვლაზე ჩემპიონი და ლიდერი "ზენიტი" 2:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიას მეტოქე გუნდის გამოცდილი მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ, უხეშობასაც არ ერიდებოდნენ და საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია. თუმცა, რამდენიმე მოწინააღმდეგე მუდამ მისი განეიტრალებით იყო დაკავებული, რაც თანაგუნდელებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდა და საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. ის მწვრთნელმა სლუცკიმ 90+2-ე წუთზე დროის გაყვანის მიზნით შეცვალა.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და 26-ე წუთზე ეროხინმა დააწინაურა, მაგრამ 43-ე წუთზე დესპოტოვიჩმა საპასუხო გოლი გაიტანა. 69-ე წუთზე კი იევტიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამის შემდეგ პეტერბურგელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და კონტრშეტევაზე კინაღამ მესამე გოლი გაუშვეს - ზუევმა ბურთი ძელს გაარტყა.

"რუბინი" 18 ქულით კვლავ მე-9 ადგილზეა და 31 ოქტომბერს "არსენალს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ხვიჩას გამო "რუბინის" გულშემაკტივარი გავხდი, ნამდვილად კარგი და გუნდური თამაში ქონდა კვარას. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ სლუცკის,ძალიან ძლიერი სპეციალისტია,მოუგოპეტერბურგში ვარსკვლავურ ზენიტს,ამას კლასი ქვია,საქართველოს ნაკრებსაც გამოადგებდა ეს სპეციალისტი. ხვიჩას კი ჯანმრთელობა და გოლები! ქგგალე წე!
ლაზი აზნაური არზნევ მუზკსია
20:22 24-10-2020
2
მაგრად იბრძოლა კვარამ თუმცა ზენიტს ძალიან მაღალი დონის მცველები ყავს და 2 კაცი სულ ფეხსე აჯდა! ხვიჩას და ზურიკოს გამო რუსეთის პრემიერ ლიგა ჩემთვის ძალინ საინტერესო გახდა,თან ამდენი მაყურებელი რომ ესწრება სტადიონზე კარგი დაძაბული თამაშებიც გამოდის! მოკლედ საკმაოდ საინტერესო ლიგაა!მთავარია უტრამვოდ იყოს ხვიჩა და ჩვენი ბიჭები!
kaxa
21:04 24-10-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული