გია ცეცაძემ "ლვოვის" მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურში "დნიპრო 1"-თან 1:3 დამარცხების შემდეგ "ლვოვის" მწვრთნელი გია ცეცაძე გადადგა.

"ძალიან ცუდად ვითამაშეთ, არაფერი არ გამოგვივიდა. გადავდექი, დღევანდელი დღიდან "ლვოვში" აღარ ვიმუშავებ. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, მე მივდივარ", - ციტირებს ცეცაძეს ua-football-ი.

შეგახსენებთ, ის "ლვოვს" სათავეში ამა წლის ივნისში ჩაუდგა.

"ლვოვი" 1 ქულით უკანასკნელ ადგილზეა - გუნდის ბურთების შეფარდება -17-ია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართული ფეხბურთის გენიოსი, ოქროს ასოებით ჩასაწერი, მსოფლიო ფეხბურთის განვითარებისთვის!!!
რამო
13:47 27-10-2020
1
მანდ რა მოხდა რეალურად კაცმა არ იცის, და აქ კიდე ჩვენ არავინ გვეტყვის სიმართლეს./ ისე კი ეს გამოცდილება სადამდე უნდა აგროვოთ? აგროვებენ , აგროვებენ და ბოლოს აღმოჩნდება რო თურმე დაბერდნენ ამ გამოცდილების მიღებაში და გადიან პენსიაზე, გამოცდილებასთან ერთად! / თუ მარტო წაგება იყო მიზეზი , სად მორბიხარ შე კაი კაცო, დარჩი ერთი სეზონი მაინც, თუ გავარდებოდა ეგ გუნდი , მარტო შენი ბრალი ხომ არ იქნებოდა? უკრაინის პირველი ლიგა საქართველოს ჩემპიონატს დარწმუნებული ვარ არათუ ჩამოუვარდება არამედ აღემატებოდეს შეიძლება კიდეც. ხოდა აი ეგ იქნებოდა გამოცდილება, ასე ტურისტად ყოფნა აბა რას გარგებს? არც არაფერს, ჩავიდა ნახა, დამარცხდა, წამოვიდა! / ( ჩვენ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ერთი და იგივე ხასიეთი აქვთ, არასტაბილურობა და უხასიეთობა)
Vasili
16:37 25-10-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული