კვარაცხელიათი ლა ლიგის გრანდი დაინტერესდა

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეფსაიამ გაამხილა, რომ საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "სევილია" დაინტერესდა.

"ხვიჩა საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, რუსეთშიც. "რუბინში" ვიყავი და ვიკითხე, თუ როგორ ვარჯიშობს. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ სამხრეთელს არ უყვარს ვარჯიშებზე მუშაობა. მოკლედ, ეს კვარაცხელიაზე არ ვრცელდება.

მისით დაინტერესება "სევილიამ" გამოამჟღავნა. მე, ჩემი მხრივ, მას კარგი დახასიათება მივეცი. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, თუმცა მგონია, თუ საქართველო დიდ ტურნირზე გავა, ზაფხულში "რუბინი" მას სარფიანად გაყიდის", - განაცხადა ლეფსაიამ "მატჩ პრემიერის" პროგრამა "ინსაიდერში".

მკითხველის კომენტარები / 22 /
რაც არ უნდა წეროთ და იფილოსოფოსოთ თუ ასე გააგრძელა და სერიოზული ტრავმა არ მიიღო მას რუსეთში აღარ გააჩერებენ.რადგან ბორუსია დაინტერესდა რომელიც ფეხბურთელების ყიდვაგაყიდვით შოულობს დიდ ფულს უკვე ყველაფერი ნათელია.ამასთან რუბინში სასაცილო ხელფასი აქვს და ზოგიერთი ჭკუისკოლოფის აზრით 5-10ჯერ დიდ ხელფასზე თქვას უარი და გაყინულ რუსეთში ირბინოს.ცოტა ტვინი გაანძრიეთ.
ვა რა დონეა
16:08 29-10-2020
0
მე მგონი ხვიჩას მამა არ აყვება ცდუნებას და მინიმუმ ერტი წელი არსად გაუშვებს იყოს იქ სადაც არის მითუმეტეს სათამაშო დრო და სრული ნდობა აქვს 19 წლის ასაკში ხოდა დაამტკიცოს გაიზარდოს და სევილია კი არა უფრო უკეთესი აიყვანს მისი ფიზიკური კონდინციები ჯერ ლა ლიგისთვის არაა მზად და ჩავესავით ნუ დააჩქარებენ ამ ბიჭს.
vova
21:53 26-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული