"რუბინის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია არამარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ ასეთივე პიროვნებაცაა. მას ყველა დადებითად ახასიათებს, როგორც თავმდაბალ და გამრჯე ახალგაზრდას. ყაზანურმა business-gazeta-მ ტულის "არსენალთან" მატჩის ერთ მეტად საინტერესო მომენტზე გაამახვილა ყურადღება:
"პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, რომელიც ორივე გატანილ გოლზე უფრო მნიშვნელოვანია. ყაზანური გუნდის შეტევის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ჯენტლმენურად მოიქცა, რამაც შეიძლება მატჩის შედეგზე იქონია გავლენა.
35-ე წუთზე კვარა დრიბლინგით ნიკოლაი რასკაზოვსა და აბდულა კადირის გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და წაიქცა. როგორც მოგვეჩვენა, ქართველის წაქცევის მიზეზი რასკაზოვის ვარდნა იყო, რომელმაც ბურთს ფეხი
ვერ მოარტყა.
მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი იმიტომ არ დანიშნა, რომ ხვიჩა მაშინვე წამოდგა და მსაჯს აჩვენა, რომ წესების არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მან რამდენიმეჯერ გაიმეორა უარყოფის ჟესტი.
შესაძლოა, ყაზანელები ორგოლიანი კომფორტული უპირატესობით რომ არ ყოფილიყვნენ დაწინაურებულები, ქართველი ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ მიუხედავად თვით ორგოლიანი სხვაობისა, 19 წლის ფეხბურთელის საქციელი პატივისცემას იმსახურებს".

შენს კაცობას გაუმარჯოს - ხვიჩა!!!