ნინუამ საბერძნეთში კლასი აჩვენა - თავისი საფირმო გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ პაოკ-ში პირველი გოლი გაიტანა.

საბერძნეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში პაოკ-მა ათენში 3:1 დაამარცხა "პანაიტოლიკოსი", გოლი კი 88-ე წუთზე საჯარიმოდან ჩინებული დარტყმით ნინუამ გაიტანა, რომელიც 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. გოლის გატანის შემდეგ მან მაისურა გაიხადა და ყვითელი ბარათი მიიღო.

იმედია, მომავალში მწვრთნელი პაბლო გარსია ნიკას უფრო მეტ სათამაშო დროს და თავის წარმოჩენის საშუალებასაც მისცემს.

პაოკ-მა 6 ჩატარებულ მატჩში 12 ქულა მოაგროვა, მესამე ადგილზე გადავიდა და 8 ნოემბერს სტუმრად "აპოლონს" შეხვდება, იქამდე კი 5 ნოემბერს ევროპა
ლიგის მესამე ტურში პსვ-ს უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 24 /
მაგარი გოლი გაიტანა, ეს ერთი და სხვა მრავალი!
გიონატ
23:01 01-11-2020
0
ყოჩაღ ნიკა ბიჭო შენ გენაცვალე! წარმატებები
ბასკი
22:32 01-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული